კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 10

ბოლნური ღვინის მორიგი წარმატება იტალიურ ღვინის ფესტივალზე

0

ტალიაში, ქალაქ მერანოში, ღვინისა და გასტრონომიული საერთაშორისო მასშტაბის, ყოველწლიურ Merano WineFestival 2025 ღონისძიებაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია ქართული ღვინის და კომპანია არემჯის მხარდაჭერით, ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის 11 გამარჯვებული ღვინო და ქართულ-გერმანული ღვინის სახლის მიერ შერჩეული 5 საუკეთესო ბოლნისური ღვინო იყო წარდგენილი.

საქარტველოს მერანოზე მონაწილეობის მე-10 საიუბილეო წელს, პირველად ქართულ ღვინოებს ცალკე საპრეზენტაციო დარბაზი დაეთმო და 3 დღის განმავლობაში, ქართული ღვინის საპრეზენტაციო – სადეგუსტაციო სივრცეში მისულ სტუმრებს, ბოლნისის სხვადასხვა სახეობის ღვინოს იტალიაში ქართული ღვინის ელჩი თამარ ჭიჭიბოშვილი და სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი აცნობდნენ. ამასთან, ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საზეიმო გალა ვახშამზე სტუმრებს ქართული კერძით და ღვინით გაუმასპინძლდნენ.

მერანოს ღვინის კონკურსში, ბოლნისის ღვინის ფესტივალის მიერ წარდგენილი 11 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინიდან – 4 – მა ოქრო (მუხიგული 1770 – ბოლნისი წითელი 2020, მადლიერი მამა – საფერავი 2022, მეღვინეობა ავანდური – ქინძმარაული, შატო სვანიძე – მუკუზანი 2015) ხოლო 2 – მა ვერცხლის (რაჭისუბანი – ბოლნისი წითელი 2024, მეღვინეობა ჯაფარიძე – საფერავი 2023) შეფასება დაიმსახურა. ფესტივალზე აღიარება მოიპოვეს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის მიერ წარდგენილმა ღვინოებმა – 3 ვერცხლი (ბოლნისის ძველი მარანი – ასურეთული შალა 2022, ვილა კელასური – რქაწითელი 2024, შალოს მარანი – საფერავი 2020).

ღვინის ფესტივალი მერანო ერთ – ერთი ცნობილი, პრესტიჟული ღონისძიებაა ევროპაში, რომელიც 1992 წლიდან ყოველწლიურად ტარდება იტალიის ქალაქ მერანოში. იგი წარმოადგენს ექსკლუზიური დეგუსტაციისა და კულინარიული გამოცდილების პლატფორმას. ღონისძიება მოიცავს ღვინის კონკურსებს, ჯილდოებს და აერთიანებს ღვინის მოყვარულებს, მწარმოებლებს, მყიდველებს, იმპორტიორებს, ექსპერტებსა და ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან.

ბოლნისში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა დასრულდა

0

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგური დაათვალიერა.

„ბოლნისის გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა, რომელიც  2024 წლის ნოემბერში დაიწყო, უკვე დასრულებულია.  ობიექტი ოპერირებას წლის ბოლოს შეუდგება. ახალი გადამტვირთავი სადგურის მომსახურებით, მუნიციპალიტეტებისთვის დაიზოგება ტრანსპორტირების ხარჯები. გამართული ინფრასტრუქტურა პირდაპირ კავშირშია გარემოს უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ.

პროექტის ბიუჯეტმა 1 820 300 ლარი შეადგინა.

გადამტვირთავი სადგური ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. აღნიშნული მუნიციპალიტეტების ნარჩენები მარნეულის არსებულ ნაგავსაყრელზე იტვირთება. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ობიექტის გახსნისთანავე, მარნეულის არსებული ნაგავსაყრელი, კანონის შესაბამისი ნორმების დაცით, დაიხურება.

წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება

0

დღეს ბოლნისში 2023-2024 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიალი მერიის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, 48 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა. თითოეულ მათგანს მიულოცა დაუღალავი შრომის შედეგად მიღებული ჯილდო და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

№1 საჯარო სკოლამ შემოდგომის ფესტივალი აღნიშნა

0

უკვე რამდენიმე წელია, ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლა წელიწადის ამ დროს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, შემოდგომის ფესტივალს აღნიშნავს. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შემოდგომის ფესტივალი სკოლის ულამაზეს ეზოში დაიწყო, სადაც, მთელი ტერიტორია პატარა სცენებად იყო ქცეული, თითოეული მათგანი საქართველოს კუთხეებს, მათ ტრადიციებსა და ცხოვრების სტილს ასახავდა. ღონისძიების ბოლო ლოკაცია სკოლის შიდა სივრცეში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და თემატური ნომრები  დიდი სიყვარულით შეასრულეს.

ღონისძიების განსაკუთრებულ აქტივობად, დიდ ეკრანზე ნაჩვენები, წლების განმავლობაში სკოლის კედლებში გადაღებული, კადრებით აკინძული სლაიდი იყო, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ სკოლასთან ურთიერთობის ისტორიას ასახავდა.

შემოდგომის ფესტივალი 2025, რომელმაც მთელი სკოლა კიდევ ერთხელ გააერთიანა, ისტორიაში ჩაიწერება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული დღე.

საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი მიიღო

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა. მან დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო და სხდომა სამუშაო რეჟიმში გააგრძელეს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, იოსებ ჩარკვიანმა, საკრებულოს წარუდგინა 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. პირველადი მონაცემებით, ბიუჯეტი 52 მილიონ ლარს შეადგენს. წარმოდგენილი იქნა ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის 2025 წლის მესამე კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით:

„უახლოეს დღეებში დავიწყებთ ბიუჯეტის განხილვას კომისიებსა და ფრაქციებში. ჩვენი მთავარი მიზანია, ბიუჯეტი იყოს რეალისტური, შედეგზე ორიენტირებული და მაქსიმალურად მოერგოს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს.“

სხდომაზე მიიღეს ცვლილებები მერიის დებულებაში, რომელიც არეგულირებს ს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს. ცვლილების თანახმად, მერია უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საკითხი მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ნანა არველაძემ წარადგინა.

ასევე დაამტკიცეს ცვლილება საკრებულოს რეგლამენტში, რომელიც ეხება ფრაქციების ფორმირების წესს. ცვლილების თანახმად, 2029 წლის არჩევნებში არჩეულ წევრებს ფრაქციის შექმნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარდგენილნი იქნებიან ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ან შემდგომ გაწევრიანდებიან სხვა პარტიაში შესაბამისი წევრობის დატოვების შემდეგ. მომხსენებელმა ლადო გოგოლაძემ, საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა, დეტალურად განმარტა ცვლილების წესი.

გიორგი სვანიძე-საკრებულოს თავმჯდომარე

დღეს ბოლნისის მერიამ საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა-მოცულობა 52 მლნ ლარია. უახლოეს დღეებში კომისიებსა და ფრაქციებში განხილვებს დავიწყებთ, რათა ბიუჯეტი იყოს რეალისტური, შედეგზე ორიენტირებული და მაქსიმალურად პასუხობდეს ჩვენს მოქალაქეთა საჭიროებებს.

სხდომაზე დავამტკიცეთ ცვლილებები მერიის დებულებაში და საკრებულოს რეგლამენტში, ასევე მოვისმინეთ 2025 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის მონაცემები, რაც სტაბილურ საფუძველს გვაძლევს დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელებისთვის.

დარწმუნებული ვარ, ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში, ჩვენი თანაქალაქელების ინტერესებს მოემსახურება.

ბოლნისში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ ჩატარდა

0

ქალაქ ბოლნისში,რამდენიმე ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით, უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2025’’ ჩატარდა, სადაც საქართველოს ეროვნული გვარდიის 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები მონაწილეობდნენ. სასწავლო პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა ესწრებოდა,რომელმაც ეროვნული გვარდიის ბატალიონს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. „დიდგორი 2025“ ეროვნული – სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა,რომელიც მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. უწყებათაშორისი სწავლება კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. სადაც სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. კრწანისის პარალელურად, „დიდგორი 2025“-ის გახსნის ცერემონია სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა. ღონისძიებაში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი და საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ზამურ ჭითანავა მსოფლიო ჩემპიონებსა და პრიზიორებს შეხვდა

0

მუნიციპალიტეტის მერი, პირველ მოადგილესთან ერთად, ბოლნისელ სპორტსმენებს შეხვდა.

ზამურ ჭითანავამ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის.

შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, სადაც პირველმა ხელმძღვანელმა პირმა სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ახალგაზრდა სპორტსმენების მეტი შესაძლებლობების შექმნაზე ისაუბრა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება დაიწყო

0

დღეიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება დაიწყო

ზამურ ჭითანავა ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს.

ზამურ ჭითანავა მოქალაქეთა მიღებას ყოველ ოთხშაბათს გამართავს. მიღებაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვედრაზე ჩასაწერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს მიმართონ.

მოქალაქეთა მიღებას მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

,,დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება დავიწყე, მათი საჭიროებები პირადად მოვისმინე და საკითხების გადაჭრის გზებზე პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად ვიმსჯელე.

მიღებაზე მოქალაქეებმა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული, სოციალური და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

პირდაპირი კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს, პრიორიტეტები ზუსტად იმ საჭიროებების მიხედვით დავსახოთ, რაც მოქალაქეთა დღის წესრიგშია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველ ოთხშაბათს გაიმართება. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწესთან წინასწარ ჩაეწერონ” -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ დარბაზში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგებისთვის და ექთნებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე – „პირველადი გადაუდებელი დახმარება“.

ტრენინგი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ჩაატარეს, რომლებმაც მონაწილეებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც გაუზიარეს და მულაჟების დახმარებით მათ ვიზუალურად აჩვენეს, როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო შემთხვევებში.

პირველადი დახმარების სწავლების მიზანია სკოლამდელ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი უკეთ მოემზადოს   და საჭიროების შემთხვევაში შეძლოს სწრაფი და ეფექტური რეაგირება, სანამ პროფესიონალი სამედიცინო დახმარება მივა ადგილზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, მსგავსი ტრენინგები ბოლნისში უკვე რამდენიმე წელია ტარდება, რათა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს ჰქონდეს თანამედროვე ცოდნა და პრაქტიკული უნარები უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.

მუნიციპალიტეტის მერი წლის საუკეთესო პედაგოგს შეხვდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეროვნული პრემიის გამარჯვებულს, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგს, თინათინ ფრუიძეს სამუშაო კაბინეტში შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც თითოეულმა მათგანმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელს, საუკეთესო ათეულში მოხვედრა მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს.