გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ქართული ოცნების ბოლნისის ქალთა ორგანიზაციაც შეუერთდა და დღეს, მერიის წინ, მცირე პერფორმანსი გამართა.
ნარინჯისფერი ბუშტებით, გულსაბნევებით,ბოლით, და ფლაერების დარიგებით, კიდევ ერთხელ უთხრეს, არა ძალადობას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია მსოფლიოში, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, 1991 წლიდან აღინიშნება, თუმცა პრობლემა მაინც დგას. ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ ქალბატონები, რომლებმაც მერიის შენობიდან სიმბოლურად გაუშვეს ნარინჯისფერი ბუშტები და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ დუმილი გამოსავალი არაა, აღსანიშნავია, რომ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა კიდევ იგეგმება.