ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით მოხდება.
ცვლილების მიხედვით, ექიმი დანიშნულებაში მხოლოდ გენერიკულ დასახელებას მიუთითებს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“, სამ ყველაზე იაფ მედიკამენტს შესთავაზებს.
მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. რეფორმის მიზანი მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირება და მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.