წარმატებულმა მოსწავლეებმა პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს

0
144

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, პორტაბელური კომპიუტერებით დააჯილდოვეს.

 40 წარმატებულ მოსწავლეს კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ია სვანიძემ გადასცეს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.

წინა სტატიახულუტის ციხე -დარბაზის სამეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიამზია გაფრინდაშვილს „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება მიენიჭა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ