ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს- დავით შერაზადიშვილი

0
94

,,ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის დადგომის დღესასწაულს. ნოვრუზ ბაირამი ახალი სიცოცხლის სიმბოლოა და ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის სიხარულის გრძნობა, რაც ჩვენს ცხოვრებაში ყოველივე ახალის შემოსვლას მოჰყვება. ჩვენ, ქართველი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის ტრადიციებსა და დღესასწაულებს, ყველანი ერთად კი ვცდილობთ ჩვენი სამშობლოს განვითარებაში შევიტანოთ წვლილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში მუდამ ასე ჰარმონიულად გვეცხოვროს!”-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

წინა სტატია„ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულები გახდნენ
შემდეგი სტატია21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა