გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა შეხვედრა გამართა, რომელსაც საჯარო სამსახურების თანამშრომლები და ახალგაზრდული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფორმატში, ცენტრის წარმომადგენელმა აუდიტორიას ძალადობის წინააღმდეგ სტატისტიკური მონაცემები გააცნო, რომელიც ბოლო წლებია საგრძნობლადაა გაზრდილი და იმ სერვისებზე ისაუბრა , რომელსაც სახელმწიფო ძალადობაგამოვლილ ადამიანებს სთავაზობს.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.