ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

    ქალთა გაძლიერება და გენდერულად ინკლუზიური მომავლის ფორმირება – ქალთა საინფორმაციო ცენტმრა CSW 68-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, ღონისძიება გამართა

 საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების ხმა ნიუ-იორკამდე მივიდა და გაეროს სტატუსის კომისიის (CSW)  რიგით 68-ე სესიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ნათლად წარმოჩინდა ის მიღწევები და საჭიროებები, რისთვისაც ორგანიზაცია ქალთა უფლებების გაუმჯობესებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე იბრძვის.

ღონისძიებას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მსოფლიოში მოღვაწე ქალთა უფლებადამცველები ესწრებოდნენ, მთვარ ხაზად გასდევდა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილისა და კარიკატურისტ ზალიკო სულაკაურის ნამუშევრები, რაჭიდან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან, ქალების შესახებ. ფოტოები და კარიკატურები ეხმიანება სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებს და მათი რეალური ყოფის გამოძახილია.

qალთა საინფორმაციო ცენტრმა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმე ქალების მიერ შექმნილი თოჯინები, რაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კარგი მაგალითია და ამავდროულად, ხაზს უსვამს ქართულ კულტურას.

 გენდერული მეინსტრიმინგი საქართველოში, ქალების გაძლიერება და ინკლუზიური პოლიტიკის ხეშეწყობა, მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა შესახებაც, ერთის მხრივ, გაზიარდა გამოცდილება და კარგი პრაქტიკები, მეორე მხრივ კი გაიმართა დისკუსიები, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით.

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის წლევანდელ  სესიაში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მონაწილეობას და ღონისძიებას მხარს უჭერდა გერმანის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და დანიური ორგანიზაცია KVINFO.

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის  სხდომა CSW ყოველ წელს იმართება და მას წევრი ქვეყნების წარმოამდგენლები, გაეროს სააგენტოები და ECOSOC-ის აკრედიტებული არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. კომიტეტზე განსახილველად, წელს, პრიორიტეტული თემაა ინვესტიციები ქალთა ლიდერობაში: აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესების გაძლიერება ქალთა მონაწილეობით.  გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.კომისიის მორიგი 69-ე სხდომა მომავალ წელს გაიმართება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები