უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოჰყო. გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა. ტვირთი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიგზავნა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მიმდინარებს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, უკვე გაიხსნა სპეციალურ შტაბში, სადაც ნებისმიერ მსურველს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია. უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეშვიდე დღეა მსოფლიო მედიის ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, სადაც რუსული არმია უკრაინის ქალაქებზე ახორციელებს შეტევებს. იბომბება ქალაქები, მოსახლეობას მოუწიაა საკუთარი სახლების დატოვება, ისინი თავშესაფრებში ემალებიან სასტიკ რეალობას. მოსახლეობა თითოეულ ლუკმას ინაწილებს. უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად არაერთი ქვეყანა გაერთიანდა და სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.