კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობდა. სოფელში ლუგარის ლაბორატორიისა და ადგილობრივი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგიური ჯგუფები მუშაობდნენ. საერთო ჯამში 9 უბნიდან covid-19-ზე აღებული ნიმუშების რაოდენობამ 574 შეადგინა. სოფელში, ფართო მასშტაბიან ტესტირებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ხაზაშვილი აკვირდებოდნენ. მასობრივი კვლევის პროცესს, მხარის გუბერნატორი და თვითმმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სოფელ მუშევანში დღემდე 56 დადებითი შემთხვევაა იდენტიფიცირებული, 60-მდე პირი მოთავსებულია საკარანტინე რეჟიმში. აღნიშნულ სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, დღესვე, თითოეულ ოჯახზე 100 ლარიანი სასურსათო პაკეტი გაიცა.
[:]