[:en]სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დასრულდება[:]

0
114
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად,  სოფელ მამხუტში გზის მოწყობის სამუშოები მოინახულა. აღსანიშნავია, რომ მთავარი გზის მოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად იყო გათვლილი, გასულ წელს განხორციელდა პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი კი სოფელში მთავარი გზის ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხითა და კიუეტებით მოწყობას გულისხმობს. პროექტი რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

[:]
წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ორი ახალი განყოფილება შეიქმნა
შემდეგი სტატია[:en]ბოლნისის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ