საინფორმაციო შეხვედრა იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით

0
150

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ხაზაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროგრამებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე, ასევე მან ისაუბრა სხვადასხვა ვირუსით გამოწვეულ რისკებზე, ვაქცინაციის ეფექტურობაზე და Covid 19-ის პრევენციულ ღონისძიებებზე.შეხვედრის ბოლოს, მედიისა და სამედიცინო პერსონალისთვის კიდევ ერთხელ განიხილეს კორონა ვირუსის განვითარებისა და გავრცელების ქრონოლოგია და ქვეყანაში ვაქცინების მოწოდების მობილიზაციის პროცესები. დღევანდელ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.

წინა სტატიასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება
შემდეგი სტატია„არემჯის“ მხარდაჭერით სამთო საქმისა და გეოლოგიის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა