პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

სათავგადასავლო- საძიებო ბანაკი ხრამზე

ბოლნისი, ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი და საინტერესო მუნიციპალიტეტია, აქ ყველა გემოვნების ადამიანზე გათვლილ ლოკაციებს შეხვდებით, განსაკუთრებით მრავლადაა   ისტორიული ძეგლები, კულტურული  მემკვიდრეობის ობიექტები, არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო ადგილები, აქ შეძლებთ გემრიელი კერძების  და საოჯახო მარნებში დაყენებული სხვადასხვა არომატის მქონე ღვინოების დაგემოვნებას.  სათავგადასავლო ტურის მაძიებლებისთვის კი ახალი  ლოკაცია დაემატა, ხრამის ჯადოსნურ ხეობაში, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს,   საიდანაც საოცარი ბუნება და ხედები იშლება,  სათავგადასავლო-საძიებო   „კარგარეთელების ოქროს ბანაკი ხრამზე”გაიხსნა, რომლის მთავარი ნაბიჯიც,ბოლნისსა და მთელ საქართველოში,    რეკრეაციული მიზნით, ოქროს ძიების განვითარებაა .

ბანაკის გახსნის ღონისძიება ასოციაციის,  გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“,  „ოქროს ოჯახის“ და  კარგარეთელების ერთობლივი ძალისხმევით  ჩატარდა და  თემატურ დატვირთვას ატარებდა.

სტუმრებისთვის, ქვემო ქართლის     პოტენციალის  უკეთ გაცნობის მიზნით, გამოფენილი იყო რეგიონის  ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი  არტეფაქტები კერძო კოლექციიდან.

მალე ბანაკში, საპიკნიკე გარემოსთან ერთად ექსპედიციას  დახვდება   ნიადაგის სარეცხი სპეციალური ინვენტარი და მოწყობილობები, რის საშუალებითაც,  ქვიშა-ხრეშის ნიმუშების გარეცხვასა და კვლევას შეძლებენ .

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები