ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზი, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს მეთოთხმეტედ მასპინძლობს. ჩემპიონატი, ოც წონით კატეგორიაში,გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართება, სადაც 2008-2009 და 2011 -2012 წლებში დაბადებულები იასპარეზებენ. ორდღიან საერთაშორისო ტურნირში საქართველოს მუნიციპალიტეტების ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას. ტურნირი თასებით, მედლებით და დიპლომებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უზრუნველყო, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცემათ. შეგახსენებთ, რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი, მრავალი ტურნირის ჩემპიონი და 60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს პრიზიორი იყო.