სამშაბათი, მაისი 21, 2024
spot_img

პრემიერის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს მასშტაბით საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა იწყება, ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე,  დღეს  ისაუბრა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში  220 სკოლის ინფრასტრუქტურა მთლიანად იქნება მოწესრიგებული და გამართული, ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 500 სკოლას, აშენდება 80 ახალი შენობა, რომელიც აღიჭურვება  საჭირო რესურსითა და თანამედროვე ინვენტარით, შენობები  ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროგრამა  ასევე უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს  და განათლების მიღებისთვის საჭირო პირობების შექმნას, ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეების შექმნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტში არსებული თორმეტი  საბავშვო ბაღიდან ათი სრულად  პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. პრემიერის პროგრამის ფარგლებში დასრულდება საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სოფელ ტანძიაში, დაბა კაზრეთში აშენდება 240 ბავშვზე გათვლილი ახალი შენობა, გარემონტდება ქვემო ბოლნისში არსებული ძველი ბაღი, სადაც კომფორტული გარემო შეიქმნება ბავშვებისთვის. პროგრამის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელიც  ჯანსაღი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები დადებითად აფასებენ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები