მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა

0
47

18 მაისს, ქალაქ ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული პროექტი რომლის მიზანიცაა: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საქართველოში გენდერულად მგრძნობიარე, ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდათ საგრანტო კონკურსის თაობაზე, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ,,HEKS-EPER GEORGIA”, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება” ფარგლებში ცხადდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში მხარდაჭერილი იქნება 50 ბიზნეს საქმიანობა და მასში მონაწილეობა შეუძლია ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმე სუბიექტებს, რომელთაც სურთ:

 ქალების ბიზნესში ჩართულობა და ეკონომიკური გაძლიერება;

 ინტეგრირებული ბიზნეს გარემოს შექმნა/გაუმჯობესება ეთნიკური მრავალფეროვნების მხრივ;

ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე გატანა და შესაბამისობაში მოყვანა.

ასევე, გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ DGETA – სთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) დაკავშირებული ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღებითა და ექსპერტული კონსულტაციით.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER – ის მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთობლივად: ქვემო ქართლი – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF), სამცხე-ჯავახეთი – სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF).

#ევროკავშირი_საქართველოსთვის

#მცირედასაშუალო_ბიზნესის_ხელშეწყობა

წინა სტატია18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ