ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

,,მოხარული ვარ, რომ უკრაინელების დახმარების პროცესში ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ და ქველმოქმედების მიზნით გაერთიანდნენ”-დავით შერაზადიშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩართვისთვის, მადლობას უხდის ბოლნისში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

,,ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების აქციას, ბოლნისში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლები გოგა და კოკა აბრამიშვილები შეუერთდნენ. მათ, უკრაინელებისთვის 5 000 ლარის ღირებულების, 100 ერთეული ზამთრის პლედი შეიძინეს. ბატონ გოგასა და კოკას მსურს, გამოჩენილი გულისხმიერებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, მათი ქველმოქმედება ბოლნისში მოქმედი ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის ერთგვარი მოტივაცია გახდება და აქციაში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ უკრაინელების დახმარების პროცესში ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთნენ და ქველმოქმედების მიზნით გაერთიანდნენ.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოჰყო.გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა.შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, უკვე გაიხსნა სპეციალური შტაბი, სადაც ნებისმიერ მსურველს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია,”განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები