ტრადიციულად, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათი ურიგდებათ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატთან დავით შერაზადიშვილთან ერთად, მოწყვლადი კატეგორიის, მათ შორის ,,შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე 155 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, მთელი წლის განმავლობაში, უზრუნველყოფს ამ ოჯახების ყოველდღიურ კვებას.