11 ივნისს, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის კამპანიის ფარგლებში „დიახ, საჭეთან ქალია“ ახალგაზრდებისთვის გამართა საინფორმაციო სემინარი ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობაზე.
პროექტი „შენი ცხოვრებასავით მართე ავტომობილი!“ ითვალისწინებს საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების კულტურის დანერგვის თვალსაზრისით, ავირიდოთ მომრავლებული საავტომობილო ფატალური შემთხვევები. სემინარს ახალგაზრდებისთვის წარუძღვა ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი მრბოლელი და საავტომობილო სფეროში ქვეყნის ექსპერტი.
საინფორმაციო სემინარის შემდეგ მოეწყო სპორტული ავტომობილების გამოფენა.