კოვიდ 19-ის პრევენციასთან დაკავშირებით მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0
309

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მარნეულში ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქ. მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა. მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნუნუ მიცკევიჩთან, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორთან ქეთევან ჯაყელთან და ექიმ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად სკოლის პედაგოგებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრული ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ხაზი გაუსვა ვაქცინაციის როლს იმუნიზაციის პროგრამაში და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი.

წინა სტატია“არემჯი“-ს თანამშრომლები მასობრივი ვაქცინაციის პროცესში
შემდეგი სტატიაბოლნისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პროტესტის ნიშნად საარჩევნო პროცესს ეთიშებიან