გილოცავთ სკოლის დასრულებას, ბედნიერ და ლაღ მომავალს გისურვებთ! – დავით შერაზადიშვილი

0
144

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მე-12 კლასელებს ულოცავს სკოლის დამთავრებას.

,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. სწორედ დღეიდან თქვენ იწყებთ ცხოვრების ახალ ეტაპს, რომელიც ახალი გამოცდილებებითაა სავსე. მთელი გულით გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენას და მჯერა, რომ დაუღალავი შრომითა და ცოდნის მიღების წყურვილით დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დასრულებას, ბედნიერ და ლაღ მომავალს გისურვებთ!”-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

წინა სტატიაბოლნისის მუზეუმს ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში სპეციალური დიპლომი გადაეცა
შემდეგი სტატიაგოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს