მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში, სოფელ რაჭისუბანში, ენერგო ეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, სლოგანით ,,განახლებადი ენერგია ჯანსაღი გარემოსთვის’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, აგრო ცენტრის ხელმძღვანელთან ნიკოლოზ მინდიაშვილთან ერთად, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ერთ-ერთი მეღვინე-მევენახის ვენახში დამონტაჟებულ მეტეო სადგურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
თანამედროვე ინოვაციური სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მეტეო სადგური, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს, სოფელ რაჭისუბანში სატესტო რეჟიმში დამონტაჟდა. ინოვაციური მეტეოსადგური იძლევა ინფორმაციას 3, 7 და 14 დღიანი ამინდის პროგნოზის შესახებ. ასევე განსაზღვრავს ტენიანობას, მზის რადიაციას და არაერთი ფერმერისთვის საჭირო ინფორმაციას, რის საფუძველზეც, ას პროცენტიანი სიზუსტით შეუძლია დაგეგმოს და განსაზღვროს ის აქტივობა, რაც იმ ეტაპზე საჭიროა მცენარის ჯანსაღი ფორმირებისთვის
აღსანიშნავია, რომ ინოვაციური ტექნოლოგია იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მიწის მეპატრონეს, მის მიერ გაშენებულ კულტურაზე ინფორმაცია, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით , მობილურ ტელეფონზე ეგზავნება. ამ და სხვა ინფორმაციამ, ახალი ტექნოლოგიის შესახებ, სკოლის მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და ღონისძიების დასასრულს, კითხვა პასუხის რეჟიმში, კომპეტენტური პირებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.