ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

გადაცემა ,,ჩვენი საქმის   სტუმარი  ბოლნისელი ცხენოსანი ირაკლი დემურაძეა

მაშინ როდესაც ქალაქს სძინავს გრეტა და მისი მხედარი ირაკლი დემურაძე  დისველის ტერიტორიაზე სპეციალურ წვრთნებს გადიან, იმისთვის რომ ცხენი გონივრულად და ფიზიკურად განვითარდეს  განსხვავებულ  მოვლას საჭიროებს, გაწვრთნილი და მოვლილი ცხენი მხედარს ზრუნვას  სიყვარულითვე უბრუნებს, როგორც მხედარი გვიყვება ცხენის ბუნება ბევრს წყვეტს, თუმცა წვრთნა განმსაზღვრელია.  ირაკლიმ    ბავშობის ოცნება 14 წლის ასაკში აისრულა, მას შემდეგ რამდენიმე ცხენი შეიძინა  და  გატაცებამ  სხვა დატვირთვა შეიძინა,დღეს  გრეტასთან ერთად  უკვე სხვადასხვა ჯიშის რამდენიმე ცხენი ჰყავს.  მალე ბოლნისში საცხენოსნო სკოლის გახსნას გეგმავს, როგორც თავად გვიამბობს ცხენოსნობა სპორ­ტის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ო­ბაა მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში.ცხე­ნოს­ნო­ბის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნიგან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ავ­სებს მხედარს ად­რე­ნა­ლი­ნით და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით, ასევე სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებას დიდი დატვირთვა აქვს, მკურნალობის ეს მეთოდი სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები