სამშაბათი, იანვარი 14, 2025
spot_img
HomeTVბოლნისის ცხელ კერებში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ

ბოლნისის ცხელ კერებში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ

[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში  კორონა ვირუსის შემთხვევების რიცხვმა 17-ით მოიმატა. ჩვიდმეტივე შემთხვევა  მუშევანისა და  გეტას კლასტერებს უკავშირდება. 131 ბიოლოგიური ნიმუშიდან 8 დადასტურებული შემთხვევა   სოფელ გეტაში, ხოლო  9 სოფელ მუშევანში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ყველა ინფიცირებული შესაბამის  სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი. დღეს  მხარის გუბერნატორი  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურ ვითარებას  ადგილზე გაეცნო.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკების გამო, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით,  დღეს სოფელი  გეტა ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ინფიცირებულების გადაყვანა კი  სამედიცინო დაწესებულებებში გუშინვე განხორციელდა.

რაც შეეხება სოფელ მუშევანის  დადასტურებულ შემთხვევებს,  ცხრავე მათგანის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებებში დღეს  მოხდა, სოფელი საკარანტინო ზონად 25 აპრილს გამოცხადდა და მას მერე აქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები