[:en]ბოლნისის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს[:]

0
63
[:en]

ახალი სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება, ამიტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ არქევანში, საჯარო სკოლის ეზოში, შშმ პირებზე ადაპტირებული გარე საპირფარეშოს მშენებლობა მიმდინარეობს,   სოფელ  ჭაპალაში კი საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან  ერთად მოინახულა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლებში წესრიგდება სველი წერტილები, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.   აღნიშნული სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 590 000 ლარამდე დაიხარჯება.

[:]
წინა სტატია[:en]სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დასრულდება[:]
შემდეგი სტატია[:en]საარჩევნო ადმინისტრაციამ მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ