ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე DVV International, საქართველოს ოფისის ინიციატივით გამართულ შეხვედრას...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე DVV International, საქართველოს ოფისის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში ალექსანდრე ზაბახიძე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა.

სტუმრები „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ საქმიანობას გაეცნენ და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ბოლნისელ ახალგაზრდებთან, სადაც მხარეებმა განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები