შაბათი, მარტი 15, 2025
spot_img
Homeჯანდაცვაბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, ახალი პროგრამები დაემატა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, ახალი პროგრამები დაემატა

2025 წლისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილია 6 472 000 ლარი,  ძირითად პრიორიტეტს მოწყვლად კატეგორიებზე ზრუნვა წარმოადგენს.  მიმდინარე სოციალურ პროგრამებს ახალი  დაემატა. კერძოდ: სოციალურ  პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 1000 ლარით დახმარებას ყველა კეტეგორიის ბეფიციარისთვის, ვისაც ესაჭიროება დიაგნოსტიკური მკურნალობა (იყო 500 ლარი), კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბენეფიციარებისთვის დიაგნოსტიკური კვლევებით უზრუნველყოფა განისაზღვრა – 3000 ლარის ოდენობით (იყო 1000 ლარი), 18 წლამდე ბავშვების ლოგოპედის მომსახურებით ისარგებლებენ, ასევე განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვები, შევქმენით ახალი პროგრამა „პოზიტიური მშობლობა“, რომლის მიზანია ბავშვის აღზრდის პოზიტიურ

უნარებსა და მორალურ ღირებულებებზე დამყარებული სწორი და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება მშობელსა და შვილს შორის.  

ასევე, 2025 წლიდან ამოქმედდება ახალი პერსონალური ასისტენტის სერვისის  პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს,  ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.

         ეტაპობრივად ვსწავლობთ ყველა საჭიროებას, რათა დავხვეწოთ თითოეული პროგრამა, შევქმნათ საჭიროებებზე მორგებული ახლი პროგრამები, რათა ბიუჯეტში გათვლილი თოთოეული თეთრი ზუსტად იყოს განსაზღვრული ჩვენი მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები