2025 წლის ბიუჯეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 50 590000 (ორმოცდაათი მილიონ ხუთას ოთხმოცდაათი ათასი) ლარით განისაზღვრა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილება შევიდა ასევე შრომითი ანაზღაურების ზრდაში, რომელიც 2025 წლის პირველ იანვრიდან შევა ძალაში.
160 800 ლარით გაიზარდა სოციალური მიმართულებით დაფინანსება და 2025 წელს 6 472 200 ლარი დაიხარჯება. 4 032 900 ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გასაწევი ღონისძიებების დაფინანსება და გამოიყო 10 172 00 ლარი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ დოკუმენტს საკრებულოს დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.
მიხეილ კორძაძე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი:
-დღევანდელ სხდომაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმოადგინა დადგენილების ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ანაზღაურების 10%-ით გაზრდას.
გიორგი სვანიძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე:
-ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი ორმოცდაათი მილიონ ხუთას ოთხმოცდაათი ათასი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად, როგორც ყოველთვის, ინფრასტრუქტურული და სოციალური ჯანდაცვა რჩება. გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტი 9 მილიონ ასი ათასი ლარით გაიზარდა. გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლის ბოლომდე, ტრანსფერთან ერთად, 70 მილიონამდე ავალთ.

