ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024
spot_img

ბოლნისის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ბოლნისის №1 და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მალე სრულიად ახალ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. შენობასა და გარე პერიმეტრს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ ეტაპზე შიდა პერიმეტრის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოეწყობა საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სველი წერტილები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. სკოლების რეაბილიტაცია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით   ხორციელდება. ხელშეკრულების თანახმად ობიექტების კეთილმოწყობა 2021 წლის ნოემბერში დასრულდება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები