დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, გენდერული თანასწორობის საბჭომ, მიმდინარე წლის პირველი სხდომა გამართა, სხდომაზე საბჭოს ახალ წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული ვითარებისა და გასულ წლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ასევე იმსჯელეს და წარმოადგინეს წინადადებები და აქტივობები, რომლებიც 2022-24 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერება.
ფერიდე ტვილდიანი, ბოლნისის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
-გამომდინარე იქიდან, რომ ვართ საკრებულოს ახალი მოწვევის წევრები და საბჭოს ახალი წარმომადგენლები, პირველ საკითხად განვიხილეთ თუ რა გაკეთდა გენდერული მიმართულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული საბჭოს მისიაა, გენდერული თანასწორობის შესახებ მუნიციპალიტეტის ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ქალთა გაძლიერების, მათი გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის ხელშეწყობა. გენდერული თეი საკითხების პოპულარიზაცია როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიაში და თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა.
ინგა ფოცხვერაშვილი, გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:
-გენდერული საბჭოს პირველ შეხვედრაზე, სადაც 10 ახალი წევრი გვესწრებოდა, მივაწოდეთ ინფორმაცია თუ რა გაკეთდა გენდერული მიმართულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი ერთად ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც 2022-24 წლებში განხორციელდება.