პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსებისკვლევის” პრეზენტაცია

მერიის საკონფერენციო დარბაზში ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევის’’ ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიამ კვლევის ფარგლებში 14-29 წლამდე 441 ახალგაზრდა გამოკითხა. პრეზენტაცია მოწვეულ საზოგადოებას, მერის თანაშემწემ ახალგაზრდულ საკითხებში სალომე საღინაძემ წარუდგინა. გამოკითხულთა უმეტესობის ძირითად სურვილს, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობა წარმოადგენდა. პრეზენტაციის შემდეგ მცირე დისკუსია გაიმართა, სადაც კვლევაში არსებულ საჭიროებებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. კვლევის შედეგების ანალიზის შემდგომ, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნება და შემუშავდება მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მთავარი მიზნები, ამოცანები და ამ მიზნების გადაჭრის გზები. კვლევის ანალიზის პრეზენტაციას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს პარლამენტის წევრი და თვითმმართველი ორგანოს სხვადასხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები