11 მაისს, საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2024″ გაიმართა, რომელიც სტუმრებს ახალი, სხვადასხვა სახეობის ღვინის გასინჯვას, ახალი გემოების აღმოჩენას და ამ ღვინის ავტორების გაცნობის სთავაზობდა.
,,ახალი ღვინის ფესტივალი – 2024″ ვაზისა და ღვინის კულტურისთვის დამახასიათებელი საზეიმო მრავალჟამიერისა და ქართული, ტრადიციული ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრში, ტრადიციულად, ღვინის კლუბის მიერ წარმოდგენილი იყო საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო.
აღნიშნული ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების, ახალი ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდა/განვითარებაა.
აღნიშნული ფესტივალის ხიბლიც სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო/მცირე მეღვინეობები და ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს ბოლო 2023 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინით მასპინძლობენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ღვინის ფესტივალს, რამდენიმე წელია მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მაგისტრები, ღვინის მწერლები, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის ბარ – რესტორნები და მოყვარულები სტუმრობენ.