ახალი პროექტის პრეზენტაცია ბოლნისში

0
158

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, ახალი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია “CARE კავკასიას“ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან“ ერთად, ახორციელებს პროექტს „ქალის ძალა, ქალის მომავალი“,  სადაც 2 სამიზნე რეგიონი კახეთი და ქვემო ქართლია ჩართული. პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერაა დაფინანსებული და მისი მიზანია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის ეკონომიკური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა.

პროექტი 3 წლის განმავლობაში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდება.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

წინა სტატიასაკრებულოს უმრავლესობის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან
შემდეგი სტატიარეგიონული პირველობა მინი ფეხბურთში  ბოლნისის პირველმა  საჯარო სკოლამ   მოიპოვა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ