შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

ახალგაზრდულმა საბჭომ  შემაჯამებელი   შეხვედრა  გამართა

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო  დიდ დარბაზში  ახალგაზრდული საბჭოს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც,  სხვადასხვა პროექტში აქტიურად ჩართული ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია გამართა და ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტებზე ესაუბრა.

2023 წელს, 8 ადამიანით დაკომპლექტებული ახალგაზრდული საბჭო, ახალი შემადგენლობით შეიქმნა და  5 თვის განმავლობაში 250-მდე ახალგაზრდა აქტიურად ჩართეს პროექტებში. შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსთან, გიორგი საცკოვთან. ახალგაზრდებმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მათთვის საინტერესო კითხვებზე, ამომწურავი პასუხები მიიღეს. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე 2024 წლის სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები