„რეგიონის განვითარება“ – ამ იდეამ ბოლნისელი ახალგაზრდები შეკრიბა და მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდულ საბჭოში გააერთიანა, განსხვავებული ასაკის ახალგაზრდების ახალი შემადგენლობა, დღეს პირველად ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანსა და მერს დავით შერაზადიშვილს შეხვდნენ. საბჭოს წევრებმა ხელმძღვანელ პირებს იდეები, ხედვები და გეგმები გააცნეს. ეკოლოგია, საგანმანთლებლო, შემეცნებითი და კულტურული პროექტების განხორციელება, ტრენინგები და მასტერკლასები, ტურიზმის განვითარების გზების ძიება – ეს ის ძირითადი ხედვებია, რომელზეც ახალგაზრდებმა ამ ეტაპზე ისაუბრეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბჭოს მაქსიმალური თანამშრომლობა და მხარში დგომა აღუთქვა, იმსჯელეს ერთობლივი ძალებით აღნიშნული იდეების გადაჭრის გზებზე. ბოლნისის ხელმძღვანელმა პირებმა შეკრებილ საზოგადოებასთან, იმ პროგრამებზეც ისაუბრეს, რომლებსაც მერია ახალგაზრდული კუთხით წლებია ახორციელებს.
ახალგაზრდული საბჭო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით გასულ წელს შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საზოგადოებრივი აზრის შესწავლასა და გათვალისწინებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას. საბჭო მონაწილეობს ახალგაზრდული პროგრამების და პროექტების შემუშავებაში. რეკომენდაციას უწევს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე იმ იდეებს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
ლუკა გელიაშვილი, ახალგაზრდული საბჭოს წევრი:
– შევხვდით ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატსა და მერს, გავცვალეთ იდეები, ვისაუბრეთ თუ როგორ შეუძლიათ მათ ჩვენი დახმარება, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით რაც მეტ სტიმულს გვაძლევს. ეს საბჭო იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდნენ ახალგაზრდები. ახლო მომავალში ბოლნისი იქნება იმის მაგალითი, თუ რა გზა უნდა განვლოს ახალგაზრდების განვითარებისთვის სხვა მუნიციპალიტეტებმა, მისაბაძები გავხდებით არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოში.
ლიზი ბარტყულაშვილი, ახალგაზრდული საბჭოს წევრი:
-ჩვენი ხედვების და იდეების მოსმენა და გათვალსწინება რეგიონი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ახალგაზრდულ საბჭოში ვართ სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, არიან როგორც მოსწავლეები, ასევე სტუდენტები, მოხდა აზრების გაცვლა ერთმანეთში, პრობლემების შესწავლა, წამოწევა, შევიმუშავეთ სხვადასხვა იდეები, ჩვენი პრიორიტეტი რეგიონს განვითარებაა, რამაც ერთად შეგვკრიბა. ჩვენი მიზანია დავდოთ შედეგი, იდეების განხორციელებით მუნიციპალიტეტი მეტად უკეთესი და განვითარებული იქნება ვიდრე არის, ახალგარდებიც მეტად მოტივირებულები გახდებიან იზრუნონ და განავითარონ როგორც საკუთარი თავი ისე რეგიონი.
გოგი მეშველიანი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი:
-დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად შევხვდი „ახალგაზრდულ საჭოს“. მოვისმინეთ საინტერესო იდეები, ერთია ჩვენ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ საკითხს და მეორე რა სურთ ახალგაზრდებს . ჩვენ მზად ვართ ყოველთვის მხარი დავუჭეროთ ახალგაზრდების განვითარებას.
დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი:
-ბოლნისის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდებს, მათ საჭიროებებს. ამისი ნათელი მაგალითი მერის სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებას. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში მათგან არაერთ საინტერესო ინიციატივიას მოვისმენ, რაც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ სხვადასხვა პროექტში ჩართულობას უზრუნველყოფს. ჩვენი მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარების საწინდარი განათლებული ახალი თაობაა. სწორედ თქვენ ქმნით იმ აუცილებელ რესურსს, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებას განაპირობებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა თქვენი პოტენციალის განვითარებაა. ჩვენ ამ მიზნისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ვახორციელებთ, სტუდენტებს ფინანსურად ვეხმარებით, წარმატებულ ახალგაზრდებს სტიპენდიას ვუნიშნავთ. ვცდილობთ ჩვენმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო გამოცდილებაც მიიღონ. ამიტომ მჯერა, რომ თანამშრომლობით მომავალში ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოვაგვარებთ და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პროცესში მათი ჩართულობის მასშტაბს გავზრდით.