სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და მცდარი ინფორმაცია მძიმე მეტალებითა (ცეზიუმით) და ციანიდით მოწამლული მდინარე კაზრეთულას შესახებ.
როგორც ირკვევა გამოქვეყნებული ფოტო 2011 წელსაა გადაღებული და მასზე ასახული სიტუაცია დღევანდელობას არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტოს ავტორმა თავად გაავრცელა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი, ექპსერტი ნიადაგების დაბინძურების საკითხებში გურანდა ავქოფაშვილი მდინარე კაზრეთულას დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
“ფოტო ჩემ მიერაა გადაღებული 2011 წელს, მაშინ კაზრეთულა იყო დაბინძურებული. მეცნიერები 2005-2006 წლებიდან იკვლევენ მდინარის მდგომარეობას, მე დავიწყე კვლევა 2010 წლიდან.
2017 წლამდე სერიოზული დაბინძურება იყო. 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელსაც მე ვახორციელებდი პირადად ნიადაგებში და ამ კვლევებმა აჩვენა, რომ მდინარე კაზრეთულა 2017 წელსაც დაბინძურებული იყო, მაგრამ 2010-2011 წლებთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესდა.
2018 წელს “საყდრისის კომიტეტის” აქტიურობით და საპარლამენტო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის კახა კუჭავას ინიციატივით შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, სადაც შევიდნენ “საყდრისის კომიტეტი” და “მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” წევრები და მე.
სამუშაო ჯგუფის მკაცრი მონიტორინგის შედეგად განხორციელდა ის პროექტები, რომელიც ეკოლოგიის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, კერძოდ, გაკეთდა მდინარე კაზრეთულას ინკაფსულაცია მთლიანად საწარმოს ტერიტორიაზე. რამაც გამოიწვია ის, რომ კომპანია “არემჯის“ საწარმოდან ჩამდინარე წყლები აღარ ხვდება მდინარეში. ამ წლის ბოლოს იგეგმება გამწმენდი ნაგებობების დადგმა როგორც მდინარე კაზრეთულაზე, ასევე, ფოლადაურის შენაკადებზე და კვირაცხოვლის ღელეზე,”- აცხადებს ექპსერტი ნიადაგების დაბინძურების საკითხებში გურანდა ავქოფაშვილი.
გურანდა ავქოფაშვილმა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ.
მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც მდინარე კაზრეთულას დაბინძურებას შეეხება. ფოტო რომელიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ადამიანების მიერ არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. იგი გადაღებულია 2011 წელს ჩემს მიერ როდესაც დაბინძურება მართლაც ძალზედ დიდი იყო. მდინარე კაზრეთულაზე კვლევები სამეცნიერო წრეში თითქმის ორი ათეული წელია მიმდინარეობს. პირადად მე 2010 წლიდან აქტიურად ჩავერთე სამეცნიერო კვლეის ნაწილში და არაერთი შრომა და ანგარიში გამოვაქვეყნეთ ამ პრობლემის შესახებ. მსგავსი სიღრმისეული კვლევა იყო 2017 წელს “ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან” https://greenpolicyplatform.wordpress.com/2018/01/15/
აღნიშნულმა კვლევამ დიდი დაინტერესება ჰპოვა ფართო საზოგადოების მხრიდან და 2018 წელს “საყდრისის კომიტეტის” აქტიურობით და საპარლამენტო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის ბატონი კახა კუჭავას ინიციატივით შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. სადაც შევიდნენ “საყდრისის კომიტეტი” და “მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” წევრები, რათქმაუნდა თქვენი მონა მორჩილიც. სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო სექტორმა ერთად მოახერხეს დღეს ბოლნისის რაიონში, კერძოდ დაბა კაზრეთში განეხორციელებინათ ის ეკოლოგიური პროექტები, რომლებიც სიტუაციას მკვეთრად გააუმჯობესებდა (კომპანია RMG-m ათეული მილიონი დახარჯა იმისთვის რომ გარემოსდაცვითი პროექტები განეხორციელებინა). აღნიშნული ჯგუფის წევრები უკვე ორი წელია მუდმივად უწევენ მონიტორინგს ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს, ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულია ანგარიში და არაერთი ინფორმაცია მოიპოვება სოციალურ ქსელში და მედია სივრცეში აღნიშნული პროცესების შესახებ.
დღეს-დღეობით კომპანიის ტერიტორიაზე მოწყობილია ჩამდინარე წყლების შემკრები და წყალსაქაჩი სისტემები, ასევე ამ წლის ბოლომდე ქიმიური გამწმენდი ნაგებობები უნდა მოეწყოს მდინარე კაზრეთულას და სხვა პატარა მდინარეებზე, რომელიც მთლიანად აღმოფხვრის დაბინძურებას. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიში თუ რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი : http://parliament.ge/uploads/other/134/134783.pdf
ხოლო 2019 წლის ბოლოს 2020 წლის დასაწყისში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ა.შ.შ. ჩემს მიერ გამოკვლეულ იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ნიადაგები მათ შორის ბოლნისის და დმანისის რაიონების, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიადაგებში მძიმე ლითონთა კონცენტრაციები საკმაოდ შემცირებულია და კლების დინამიკაა. აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაცია იხ. შემდეგ ბმულზე : http://parliament.ge/…/sakomiteto-mokvleva-ga…/video-rgolebi
დღეს ღეობისთ ეკოლოგიური სიტუაცია ბოლნისის რაიონში უმჯობესდება და აღარ არის ისეთი მდგომარეობა როგორიც 2010 წლიდან 2017 წლამდე იყო.
P.S. საზოგადოების ნაწილის რეაქცია საკმაოდ დიდია
წლების წინ მომხდარ მოვლენებზე და ვფიქრობ დაგვიანებულიც.
ჩემო კეთილო ადამიანებო ასევე ერთი პატარა რჩევა მექნება, როდესაც ფოტოს აიღებთ ავტორს თუ არ ეკითხებით, წელი მაინც მიაწეროთ როდის არის ფოტო გადაღებული. 2011 წლის შემდეგ დღემდე 9 წელია გასული და ამ ხნის განმავლობაში მოვლენები იცვლება. ჯობს სხვა ისეთ ფაქტებზე გამახვილდეს ყურადღება, რაც დღეს-დღეობით კიდევ რჩება გამოწვევად. ხოლო სასურველი იქნებოდა საზოგადოებამ სხვა ისეთ მდინარეებზე გაამახვილოს ყურადღება როგორიცაა მდ. ყვირილა, მდ. ლუხუნისწყალი ურავში და ა.შ.
აქვე ვტვირთავ მდიანრე კაზრეთულას ფოტოებს 2011 წელს და დღევანდელ დღეს გადაღებულს. დღეს (27 ივნიის)
ადგილზე ძლიერი წვიმაა და ამ შემთხვევაშიც აღარ არის ის მდგომარეობა, რაც წლების წინ ხდებოდა. ამიტომ მინდა ყველამ დავუფასოთ ეს შრომა იმ ადამიანებს ვინც დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ ამ მდგომარეობის მისაღებად.
არ გეგონოთ ამ პოსტით ვინმეს ვიცავ ან პიარს ვუკეთებ, უბრალოდ მინდა სიმართლე გავაგებინო იმ ადამიანებს ვისაც სიმართლე მართლა აინტერესებს, თუ რა ხდება დღეს მდინარე კაზრეთულას დაბინძურების საკითხთან დაკავშირებით.
საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის
მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა – Green Policy Public Platform
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი