კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
HomeTV„არემჯის“ საჩუქარი ბოლნისის პირველ საჯარო სკოლას

„არემჯის“ საჩუქარი ბოლნისის პირველ საჯარო სკოლას

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლად რეაბილიტირებულ პირველ საჯარო სკოლას „არემჯის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცეს. სკოლის ხელმძღვანელმა კომპანიას თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა, რადგან სკოლას სხვადასხვა სახის აქტივობებისა და ღონისძიებების უკეთ ჩატარებისთვის, სჭირდებოდა ტექნიკურად გამართული ციფრული ფორტეპიანო.

სტუმრებს სკოლასთან არსებული ანსამბლი მცირე კომპოზიციით დახვდა და რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა. კომპანიის წარმომადგენლებმა თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული სკოლის შენობა დაათვალიერეს და 80 წლიანი ისტორიაც მოისმინეს.

აღსანიშნავია, რომ „არემჯი“ კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის საგანმანთლებლო დაწესებულებებთან და აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები