საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოცდაერთმა სტუდენტმა კომპანია „არემჯიში“ ერთთვიანი სწავლების კურსი გაიარა, „საზაფხულო სკოლა 2022“-ის დასკვნით ღონისძიებაზე ახალგაზრდა სამთო-გეოლოგებმა პრაქტიკულ სწავლებაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების დასრულება „არემჯის“ წარმომადგენლებმა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა მიულოცეს, კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები საზეიმოდ გადაეცათ.
საზაფხულო სკოლის პროექტს „არემჯი“, წელს მეოთხედ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს სამთო მიმართულებით დაინტერესებული მოტივირებული ახალგაზრდების აღმოჩენას, მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას და მომავალში დასაქმების ხელშეწყობას. პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა უკვე მიიღო.