2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების: ასლან შაინიძის, ნოდარ დევნოზაშვილის და საბა დადვანის საფლავები გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების საფლავებს სამხედრო პატივი მიაგეს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელმა პირებმა და მარნეულის სამხედრო ბაზის წარმომადგენლებმა.
2008 წლის 5 დღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის, სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.