ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებასოფელ ნახიდურში შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა

სოფელ ნახიდურში შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი გაიხსნა

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის სივრცეში, შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. აღნიშნული დღის ცენტრი ააიპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლებისა და განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელობით და მუნიციპალიტეტის მერის ხელშეწყობით დაფუძნდა, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომ სასწავლო გარემოს, სადაც ბენეფიციარებს, ინდივიდუალური საჭირო მოთხოვნებიდან გამომდინარე, აკადემიური სწავლების გარდა, ფიზიკური უნარების განმავითარებელი გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ. შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, მუსიკალური ნომრებით: შაბან მამედოვი, სასულიერო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი და „ამერ იმერი“ აფორმებდნენ. ღონისძიების ბოლოს, მაჟორიტარი დეპუტატის ბოლნისის ბიუროს წარმომადგენელმა ცენტრის დამფუძნებელს, სიმბოლური საჩუქარი გადასცა და მათ დეპუტატის მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღუთქვა.დღის ცენტრის გახსნას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხათუნა კობახიძე, ააიპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციის“ სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი და სოფელ ნახიდურის სსსმ და შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრის დირექტორი:

-დღის ცენტრში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბენეფიციარების დოკუმენტაციის მომზადება და კონსულტაციები მშობლებთან, რომლებმაც სამწუხაროდ, არ იციან იმ სოციალური სერვისების შესახებ, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობთ, ჩვენს ცენტრში 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები მიიღებიან 3 ძირითად ჯგუფად, რომლებიც სახელმწიფო ვაუჩერული სისტემით დაფინანსდებიან.

გოჩა ვარდოსანიძე, „სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრის დამფუძნებელი:

-სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორთან, კახა ჩუბინიძესთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაჩნდა იდეა, რომ სკოლაში გახსნილიყო დღის ცენტრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ექნებოდათ შესალებლობა მიეღოთ სრულფასოვანი განათლება. იდეა მალევე მოვიყვანეთ სისრულეში, პრემიერ მინისტრს მივმართე თხოვნით სკოლაში გამოეყოთ ფართი, რა თქმა უნდა მხარდაჭერა გვქონდა ასევე მუნიციპალიტეტის მერიიდანაც. დღის ცენტრი ადაპტირებულია და აღჭურვილია ყველა სპეცინვენტარით.

კახაბერ ჩუბინიძე, ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორი:

-მოგეხსენებათ, წლების მანძილზე, ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ინკლუზიური კაბინეტი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა, სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა ამბიცია გაგვეფართოებინა არსებული კაბინეტი და ბატონ გოჩას შევთავაზე გაეხსნა დღის ცენტრი, მოგეხსენებათ, სოფელი დიდია და აქ არიან გარკვეული რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს არ აქვს საშუალება მიიღოს განათლება. სწორედ ეს ცენტრი მისცემს მათ შესაძლებლობას სარკმლიდან აღარ უყურონ სამყაროს.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები