საზოგადოებრივი გაერთიანება” მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” აგრძელებს კამპანიას” მე დავრგე ხე” . რომლის მიზანს, სამთო საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორება და სამუშაო პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მოსწავლე ახალგზარდობის აქტიური ჩართვა წარმოადგენს.
16 ოქტომბერს ორგანიზაციამ, კომპანია” RMG Copper” ის გარემოსდაცვით დეპარტამენტთან ერთად, რიგით მესამე ღონისძიება ჩაატარა და მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე, სპეციალურად შერჩეული სხვადასხვა ჯიშის 456 ხე დარგო. ღონისძიებაში, ტრადიციულად, დაბა კაზრეთის და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლე – მასწავლებლები, დმანისის მერიის ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლები, აქტივისტები და კომპანიის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ,,RMG Copper”ის კუდსაცავი და სპეციალისტების დახმარებით, ადგილზე გაცნობოდნენ მის მუშაობას. მოინახულეს ასევე ეგრეთ წოდებული მშრალი კუდების მშენებლობის მოედანი.
კამპანია ,,მე დავრგე ხე”, ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის” ინიციატივით 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მიმდინარე წლის 16 ოქტომბრის ღონისძიებით, 1000 ხე უკვე დარგულია. აღნიშნული აქტივობა, სპეციალისტების რეკომენდაციით, წელიწადში 2 ჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხორციელდება. კამპანია 2026 წლის გაზაფხულზე განახლდება.





