ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
HomeTVესტონური ფოლკლორული გუნდის „ვანამოსას“ კონცერტი ბოლნისში

ესტონური ფოლკლორული გუნდის „ვანამოსას“ კონცერტი ბოლნისში

მუსიკალურ-შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში დღეს ბოლნისს ესტონური ფოლკლორული გუნდი „ვანამოსა“ სტუმრობდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა. გუნდის წევრებმა დაათვალიერეს ძველი გერმანული უბნები, რის შემდეგაც კულტურის ცენტრში, ამავე ცენტრის დირექტორმა, სოსო კოპალეიშვილმა ქართული ფოლკლორის შესახებ მასტერკლასი შესთავაზა.

ფოლკლორული გუნდი „ვანამოსა“ 14 წლის წინ დაარსდა, რომლის რეპერტუარი მკაცრად გაწერილი არაა, ისინი მღერიან როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე და სხვა ხალხების სიმღერებს, მონაწილეობა აქვთ მიღებული არაერთ კონკურსსა და ფესტივალში. გუნდის მიზანია ქვეყნის სახელი  ფარგლებს გარეთ გაიტანოს, რასაც სახელმწიფოს მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს.

ესტონური ფოლკლორული გუნდის „ვანამოსა“ მუსიკალურ-შემეცნებითი ტურნე, ჩვენს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის მონახულებას და დღის ბოლოს კონცერტს მოიცავდა. მუსიკალურ საღამოს, რომლის რეპერტუარიც სხვადასხვა ჟანრს ითვალისწინებდა, სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია, ქართველი მსმენელისთვის გუნდი ქართულად ამღერდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები