შაბათი, დეკემბერი 27, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაგიორგი სვანიძე :  რიგგარეშე სხდომაზე განხილული საკითხები ემსახურება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის...

გიორგი სვანიძე :  რიგგარეშე სხდომაზე განხილული საკითხები ემსახურება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა თავმჯდომარე გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს ათი საკითხი, მათ შორის ქალაქ ბოლნისში სამი მრავალბინიანი კორპუსის სახურავების სარეაბილიტაციო პროექტები, საკრებულოს რეგლამენტში ტექნიკური ცვლილება, 2026–2030 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა, „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში“ ცვლილება და 2026 წლის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები, რომელთაც დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განხილული საკითხები ემსახურება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე სოციალური სერვისების უწყვეტობისა და ეფექტიანი მუნიციპალური მართვის უზრუნველსაყოფად.“-აღნიშნა გიორგი სვანიძემ

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები