ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება დაიწყო

დღეიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება დაიწყო

ზამურ ჭითანავა ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს.

ზამურ ჭითანავა მოქალაქეთა მიღებას ყოველ ოთხშაბათს გამართავს. მიღებაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვედრაზე ჩასაწერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეს მიმართონ.

მოქალაქეთა მიღებას მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

,,დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება დავიწყე, მათი საჭიროებები პირადად მოვისმინე და საკითხების გადაჭრის გზებზე პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად ვიმსჯელე.

მიღებაზე მოქალაქეებმა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული, სოციალური და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

პირდაპირი კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს, პრიორიტეტები ზუსტად იმ საჭიროებების მიხედვით დავსახოთ, რაც მოქალაქეთა დღის წესრიგშია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველ ოთხშაბათს გაიმართება. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწესთან წინასწარ ჩაეწერონ” -აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები