ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით ...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით 2022 წელს 375 000 ლარია გათვალისწინებული

ბავშვთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნებისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში უკვე ერთი წელია მუშაობს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.        ამ მიმართულებით სოციალურ პროგრამებზე 2022 წლის  ადგილობრივ ბიუჯეტში  375 000 ლარია გათვალისწინებული. ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით გაწერილი  პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია  განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა  მოგვაწოდა:

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში შექმნილია სტრუქტურული ქვედანაყოფი, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, სადაც თანდართული კრიტერიუმების შესაბამისად, დანიშნულია ყველა შესაბამისი კადრი: კოორდინატორი, ინსპექტორი, იურისტი, სოც. მუშაკი, ფსიქოლოგი .

 პროგრამით გათვალისწინებულია:

ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (შეუქცევადი დაავადებებით დაავადებულთა ყოველთვიური მედიკამენტებით უზრუნველყოფა) – წლის განმავლობაში 1500 ლარი.

შშმ პირების დახმარებები  – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები).

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ  შშმ ბავშვებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:

 შშმ ბავშვებს, ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მკურნალობისთვის – 1000   ლარი;

 სტაციონალური მკურნალობისთვის – 1000 ლარი;

დიაგნოსტიკური კვლევებისათვის –  500 ლარი;

მედიკამენტური მკურნალობისთვის (სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით) – საჭიროებისამებრ.

ყოველთვიური მატერიალური დახმარება, მუნიციპალური პენსია, გაეწევათ 

ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს – 150 ლარი.

ბ) შშმ პირები, რომლებიც სარგებლობდნენ რეიტენგრაციის პროგრამით – 150 ლარი.

ფენინკეტონურიითა და ჰიპერფენილალანემიით დაავადებული ბავშვების დახმარება – 3 500 ლარი;

სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა – ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობის;

არასრულწლოვანთა ლოგოპედის მომსახურებით უზრუნველყოფა  –  პროგრამა გულისხმობს ლოგოპედის მომსახურების საფასურის 1000 ლარის ოდენობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შემდეგი კატეგორიის შშმ ბავშვების დაფინანსებას:

ა) დაუნის სინდრომი;

ბ) აუტისტური სპექტრი;

გ) ცერებრალური დამბლა;

დ) სმენადაქვეითებული (IV ხარისხის სმენაჩლუნგობა);

რეიტენგრირებული ბავშვების ყოველთვიური დახმარებები – ოჯახში რეიტენგრირებულ ბავშვებს – 100 ლარი;

გათბობის სეზონზე ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა – 200 ლარი  (ერთ- ერთ კატეგორიად გათვალისწინებულია ოჯახები,  სადაც სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს);

მკურნალობით უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) არაუმეტეს 1000 ლარისა (გამონაკლის შემთხვევებში სრულად)).

 სოციალურად დაუცველ ბავშვებს (სარეიტინგო ქულა 150 000 მდე);

 დედ-მამით ობოლ,  იძულებით გადაადგილებულ, ლეიშმანიოზით,

 ფარისებრი ჯირკვლით და ფსორიაზით დაავადებულ ბავშვებს და ა.შ.

მედიკამენტებით უზრუნველყოფა

 მერიაში დამატებით შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ინტენსიურად განიხილავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების განცხადებებს, რომლებიც ამ მომენტში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან რეგისტრირებულნი არიან, არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.

2009 წლიდან ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“, სადაც შშმ ბავშვები იღებენ მათზე მორგებული სტანდარტის შესაბამის მომსახურეობას. ისინი უზრუნველყოფილნი არიან სპეციალური სწავლების მეთოდიკით, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შედგენილი კვების რაციონით და ზაფხულის სეზონისთვის დასვენებით.

 დღის ცენტრში არის ორჯერადი კვება, ტრანსპორტით მომსახურება, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემო. ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, იმართება ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ეწყობა ექსკურსიები. შშმ ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან საზაფხულო კურორტით, მათი რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის მიზნით. ასევე ცენტრი უზრუნველყოფს შშმ ბავშვების ინკლუზიური განათლებისათვის მომზადებას.

2017 წლიდან გაიხსნა კრიზისული ცენტრი , რომლის მიზანია უზრუნველყოს პირდაპირი დაცვა და დახმარება, ოჯახური და სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების (მათ შორის ბავშვების). ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, პროგრამით უზრუნველყოფილია თავშესაფრით, სამედიცინო  და იურიდიული მომსახურებით, ჰიგიენური საშუალებებით, კვებით, სოციალური მუშაკისა და ექთნის მომსახურეობით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია იღებს ვალდებულებას, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ბავშვს,  გაუწიოს შესაბამისი დახმარება და იზრუნოს მათ სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებაზე’’.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები