კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 95

მაღალტექნოლოგიური, სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი გარდაბანში აშენდება

0
სამედიცინო-სარეაბილიტაციო-ცენტრი

გიორგი დოხტურიშვილი გერმანული კომპანიის ,,CDH ConsulƟng Diestlestung Handel” დირექტორს, მარიამ მაგომედოვას შეხვდა.სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრზე გერმანული კომპანიის CDH ConsulƟng Diestlestung Handel და შვილობილი კომპანის „მედსერვის ჯორჯია“ წამომადგენლებმა რწმუნებულს ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნეს.პროექტის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში, სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.

პროექტი მასშტაბურია და მოიცავს:

სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრს;

კვლევით ინსტიტუტს;

მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ ზონას;

სამედიცინო პრეპარატების საწყობს;

მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს;

პოსტ-ოპერაციულ სარეაბილიტაციო კომპლექსს;

სასტუმროს.

საავადმყოფო გათვლილი იქნება 800 საწოლზე. შენობის მიწისქვეშა დონეებზე მოეწყობა: კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, საპარკინგე სივრცე. ასევე სამედიცინო პოსტ-სარეაბილიტაციო ცენტრი და მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, სადაც უნდა განთავსდეს ადმინისტრაციული და სავაჭრო სივრცეები თავისი საპარკინგე სართულით.სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე და ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და კომპანიის წარმომადგენლები.

ბოლნისქალაქობაზე საპატიო მოქალაქეებს წელსაც აირჩევენ

0

30 სექტემბერს ჩვენი ქალაქი ბოლნისქალაქობას იზეიმებს. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად ბოლნისის საპატიო მოქალაქეებს გამოავლენენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განმხილველი სათათბირო საბჭო შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების შესახებ განცხადების რეგისტრაციის ვადები განიხილეს. განცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

საპატიო მოქალაქის წარდგენა შეუძლია:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;

საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. (ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდესბოლნისის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა);

საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რომელსაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს:

ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილიორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

გ) ბიოგრაფიული ცნობები;

დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;

ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ფერადიფოტოსურათი ზომით-3X4;

ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემსსათათბირო საბჭოს.საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ -პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან სხვა მოღვაწეობა აქვს. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ და შესაძლოა გარდაცვალების შემდეგაც.გთხოვთ, კანდიდატურებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია 20 სექტემბრის ჩათვლით წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში ან ელექტრონულ ფოსტაზე: bolnisimunicipality@bolnisi.gov.ge

კომპანია “არემჯის” განცხადება

0
RMG

გვსურს გამოვეხმაუროთ, დღეს, 23 აგვისტოს, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ,  მედია საშუალებებით გავრცელებულ ე.წ. ინფორმაციას ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ნახსენები სატენდერო ტერიტორია 2011 წლიდან შედიოდა “არემჯის” სალიცენზიო არეალში. აღნიშნული ტერიტორია 2020 წელს სახელმწიფომ დაიბრუნა და აღარ არის “არემჯის” სტრატეგიული ინტერესის ნაწილი. შესაბამისად,  “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.

ამასთანავე, აღნიშნულ მედია მიმართვაში რამდენჯერმე გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბატონებთან – ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციაც არის სიცრუე.

რაც შეეხება “რუსულ ოქროსთან“ კავშირების თემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები, რადგან “არემჯი” წლებია ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით. კომპანია სრულად გამჭვირვალეა, მათ შორის საბოლოო ბენეფიციარების ნაწილშიც.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროცესებს და მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ გამოიყენებს ბიზნესს საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

საზოგადოებას კი შევახსენებთ, მთლიანი ჩვენი გუნდის – 3700 თანამშრომლის სახელით,   რომ “არემჯი” აკეთებს ურთულეს ქართულ სამთო საქმეს. ჩვენ წლებია ვართ რეგიონის უმსხვილესი დამსაქმებელი, ვართ საქართველოს საექსპორტო ლიდერი და ამასთანავე, ვოპერირებთ მაღალი გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით.

ქალაქ ბოლნისში საძმო სასაფლაოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე, სადაც აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ლევან მემანიშვილია დაკრძალული, ძმათა სასაფლაოს მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 222 500 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ძმათა სასაფლაოზე  მემორიალის მოწყობაც იგეგმება, რომლის პროექტი კონკურსის წესით შეირჩევა.

1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება, 2021 წელს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. დაღუპული მეომრის ოჯახის სურვილის შესაბამისად, ლევან მემანიშვილის ნეშტი მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისში, სამხედრო პატივით დაიკრძალა.

გოგი მეშველიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

0

საქართველოს პარლამენის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანს   სამუშაო შეხვედრა  ჰქონდათ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობისა და სურსათის დანაკარგების სააგენტოსთან.

პარლამენტარები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწვევით, სურსათის ნარჩენების შემცირების, სურსათის აღდგენისა და განაწილების საკითხებზე გამოცდილებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის ადგილზე გაცნობის, სხვადასხვა უწყებათა როლების გააზრებისა და აღნიშნული გამოცდილების საქართველოში ადაპტირების მიზნით  მივლინებაში იმყოფებიან  საფრანგეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავაგ გოგი მეშველიანი ავრცელებს.

ბოლნისში სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი “Master league” ჩატარდა

0

21 აგვისტოს, სოფელ რატევანის საფეხბურთო მოედანზე, ააიპ 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, მასობრივი სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი “Master league” გაიმართა.

 ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს სოფელ ქვემო ბოლნისის და სოფელ ცურტავის  გუნდები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ანგარიშით 8:0 ცურტავის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

გიორგი ბოჭორმელი, აღმოსავლეთ მასტერლიგის ხელმძღვანელი:

-დღეს ბოლნისში გაიმართა მუნიციპალური ეტაპი, რომელშიც ერთმანეთს ქვემო ბოლნისის და ცურტავის გუნდები დაუპირისპირდნენ.  ფინალში გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები უკვე გადაინაცვლებენ ქვემო ქართლის ეტაპზე, სადაც საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ გუნდებთან ერთად იასპარეზებენ.

ნუკრი ფოცხვერაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, სპეციალისტი სპორტის მიმართულებით:

-აღნიშნულ ტურნირს ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკვე მეოთხედ უერთდება. დღევანდელ შეხვედრაზე გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება თბილისში შემდეგი ეტაპისთვის. სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით იმართება,  მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია.

წალკის საფეხბურთო კლუბი „ეძანი“ მადლობას უხდის გოგი მეშველიანს

0

წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ეძანი“ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს გოგი მეშველიანს ფინანსური და მორალური მხარდაჭერისთვის. მადლობის ტექსტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა : „კლუბი მადლბას უხდის ქვემო ქართლის დეპუტატს, ბატონ გოგი მეშველიანი / Gogi Meshveliani ემოციური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. ადამიანი რომელიც მუდამ ხალხის გვერდში დგას. “ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კლუბი. შეგახსენებთ, რომ კლუბმა მანამდე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დახმარებას ითხოვდნენ

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: „მეგობრებო, ჩვენს ფეხბურთის გუნდს კიდევ ერთხელ სჭირდება მხარდაჭერა. როგორც იცით, ბიჭები მონაწილეობენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, მე-5 ლიგაზე. თქვენი მხარდაჭერით, პირველი ეტაპის თანხა, 3500 ლარი შევაგროვეთ და ბიჭები დიდ ამბავს შეეჭიდნენ. მათ არაერთი მატჩი ჩაატარეს, იყო წაგებაც და მოგებაც. გვაჩუქეს არაერთი ემოცია და მიიღეს უდიდესი გამოცდილება. ახლა ისევ უწევთ თანხის გადახდა, მეორე ეტაპზე- 3500 ლარი უნდა გადაიხადონ და ისევ ვეძებთ მხარდამჭერებს. იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭები არ დანებდნენ; წალკაში ფეხბურთის განვითარებისთვის; მომავალი თაობის იმედისთვის; მომავალ წელს ძლიერი მხარდამჭერის მოპოვებისთვის. სწორედ ამ დიდი ამბებისთვის ისევ უნდა დავუჭიროთ ფინანსურად მხარი ჩვენს ფეხბურთელებს, თითოეულ ლარს ბიჭებისთვის ბევრი იმედი და მოტივაცია მოაქვს. ანგარიშის ნომერი: GE95BG0000000525971997 მიმღები : საფეხბურთო კლუბი “ეძანი”“ რის შემდეგაც მაჟორიტარმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას კლუბის მხარდაჭერისკენ მოუწოდა _ „წალკელი ახალგაზრდების ენთუზიაზმით შექმნილ საფეხბურთო გუნდს ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება. ვფიქრობ, ჩვენი ერთობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია წალკაში ფეხბურთის განვითარებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის! „- წერდა გოგი მეშველიანი.

გოგი მეშველიანმა ბოლნისში საძმო სასაფლაოს მშენებლობა დაათვალიერა

0
საძმო სასაფლაო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა , ქალაქ ბოლნისში საქართველოსთვის დაღუპული მეომრების საძმო სასაფლაოს მოწყობის სამუშაოები, აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის, ლევან მემანიშვილის დასთან, ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„ბოლნისში საძმო სასაფლაოს და მემორიალის მოწყობის გადაწყვეტილება გასულ წელს იქნა მიღებული, როდესაც 28 წლიანი მოლოდინის შემდეგ, სამხედრო პატივით, მშობლიურ მიწას მივაბარეთ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ჩვენი თანამოქალაქე და თანამებრძოლი, ლევან მემანიშვილი. ის ერთ–ერთია იმ 14 ბოლნისელთა შორის რომელთა შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის, იმ პერიოდამდე უცნობი იყო. ვიმედოვნებ, რომ დანარჩენი 13 მებრძოლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაკვლევთ,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 222 500 ლარის ოდენობით ფინანსდება, აღსანიშნავია, რომ საძმო სასაფლაოზე მემორიალის მოსაწყობად პროექტზე კონკურსი ცალკე გამოცხადდება.

დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა

0
დავით შერაზადიშვილი

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, ტაძრის წინამძღოლმა დეკანოზმა ბესარიონ სულხანიშვილმა და დეკანოზმა თეოდორე ცხოვრებაშვილმა აღავლინეს საზეიმო წირვა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. მერმა მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და მათ ბედნიერება და მშვიდობა უსურვა. „თითოეულ მართლმადიდებელს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. ფერისცვალებას ჩვენი ოჯახებისთვის ბედნიერება და მშვიდობა მოეტანოს. ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიყვარულს, ურთიერთპატივისცემასა და სიკეთეს. დაე, უფლის ნათელი და წყალობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფერიცვალება, მამა თეოდორე
ფერიცვალება, დედაო
ფერიცვალება, მამა ბესარიონი
ფერიცვალება

წარმატებას განსაზღვრავს მიზანი, მოტივაცია და მუდმივი შრომა – რუბრიკის კითხვებს ანანო უგრეხელიძე პასუხობს

0
ანანო უგრეხელიძე

თავის-უფლება, მშვიდობა, სიყვარული და ოჯახი – ეს არის ჩვენი რუბრიკის გმირის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტები. პროფესიით საზოგადოებრივი გეოგრაფია,  ამასთანავე შეისწავლა საბაჟო საქმე, თუმცა, არც ერთი განხრით  არაა დასაქმებული,  ახალგაზრდები და მათთან  მუშაობა ბედნიერებას ანიჭებს. რამდენიმე წლის წინ,  მიზნად დასახული იდეა – ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის შეექმნა სივრცე, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდნენ რეალობად აქცია.  მისაბაძი ადამიანიც ჰყავს, დედა, რომლისგანაც  იმ უნარ-ჩვევებს სწავლობს, რაც ცხოვრების მანძილზე უმთავრესია. მომავალ თაობებს ურჩევს, დაეწაფონ ცოდნას, რადგან წარმატებული მომავლისკენ  გზა, განათლებაზე გადის.

ჩვენ  კითხვებს  ანანო უგრეხელიძე პასუხობს.

ვინ არის ანანო უგრეხელიძე?

-ანანო არის მებრძოლი, აქტივისტი, თავის საქმეზე შეყვარებული ახალგაზრდა. უყვარს მარტო ყოფნა, ყავა, ფრანგული მუსიკა და კინომატოგრაფია.

როგორ და რატომ აირჩიე ეს პროფესია, როგორ შეხვდა ოჯახი, მოგვიყევით მათ შესახებ.

-პროფესიით საზოგადოებრივი გეოგრაფი ვარ, ახლახან დავასრულე საბაჟო საქმის შესწავლაც, თუმცა, ამჟამად არც ერთი განხრით  არ ვმუშაობ.  ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან კარგად შეხვდა, მათთვის მთავარია, მე მქონდეს სურვილი ამა თუ იმ საკითხის შესწავლის. ისინი ყოველთვის და ყველა სიტუაციაში გვერდში მიდგანან.  სხვადასხვა სფეროები მიზიდავს, ამიტომ მუდმივად სწავლის პროცესში ვარ, შესაძლებელია, ერთი მეორესთან, სრულებითაც  არ იყოს დაკავშირებული.  უკვე მე-5 წელია, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ ახალგაზრდებთან, რაც ძალიან ბედნიერს მხდის.

 –რა არის ამჟამად შენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?

-ახლა რომ ვუყურებ, რაც ზოგადად ჩვენს გარშემო ხდება, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მაინც მშვიდობაა.

ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს…

-წარმატება ნიშნავს მოგებულ ბრძოლას.

რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?

  – წარმატებას განსაზღვრავს მიზანი, მოტივაცია და  ამ მიზნისთვის მუდმივი შრომა. თუმცა, პატარ-პატარა ბედნიერი შემთხვევები,  ვფიქრობ, საჭიროც არის და ხანდახან მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარიც.

პრიორიტეტები

-თავის-უფლება, მშვიდობა,  სიყვარული, ოჯახი.

როგორ ფიქრობ, პრიორიტეტები დროთა განმავლობაში შეიცვლება თუ  იგივე დარჩება?

-ის რაც ზემოთ ჩამოვთვალე, არასდროს შეიცვლება. თუმცა, ცხოვრებაში  შესაძლებელია მცირეოდენი ცვლილებებიც.

შენი მიზნები, რა გიბიძგებს  მიზნების შესრულებისკენ?

-რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვანი მიზანი დავისახე, რადგან იმ პერიოდში ბოლნისში ახალგაზრდული სივრცე არ არსებობდა, მინდოდა  შემექმნა უსაფრთხო არაფორმალური გარემო  ახალგაზრდებისთვის, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ ერთმანეთის მოსმენას, იდეების, გამოცდილების, აზრების გაზიარებას. ან თუნდაც უბრალოდ შეიკრიბებოდნენ და დროს ერთად გაატარებდნენ, განიხილავდნენ სხვადასხვა წიგნებს, უყურებდნენ ფილმებს, დალევდნენ ყავას და ა.შ. სწორედ ამიტომ  ჩემს მეგობრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბოლნისის ახალგაზრდული სახლი“ ჩამოვაყალიბე. დღესდღეობით 40-ზე მეტი აქტიური მოხალისე გვყავს.

ყველაზე მთავარი, რამაც მიბიძგა ამ მიზნის შესრულებისკენ, არიან თავად ახალგაზრდები, რომლებსაც ფაქტობრივად ჰაერივით სჭირდებათ მსგავსი სივრცეები.  არამარტო ბოლნისში, არამედ საქართველოშიც კი ძალიან ცოტა ადგილია, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა აქვთ.

როგორ განსაზღვრავს საკუთარ თავს წარმატება?

-უფრო მეტ მოტივაციას გმატებს, თითქოს თავიდან გმუხტავს.

 ვინ და რამ მოახდინა დიდი გავლენა შენზე?

  -სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ჩნდებიან, ოჯახი, ის მწერლები, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ვეცნობი, ის მუსიკა, რომელიც ყოველდღიურად მესმის, ის გარემო, სადაც ვცხოვრობ, ყველაფერი ეს პატარ-პატარა გავლენას ახდენს ჩემზე. თუმცა, პიროვნების ჩამოყალიბებასა და შეცნობაში დოსტოევსკის შემოქმედება ძალიან დამეხმარა და ალბათ ყველაზე დიდი გავლენაც მან მოახდინა,  რადგან ჯერ კიდევ მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც მისით დავინტერესდი და მოგეხსენებათ, სკოლის ასაკი მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში.

რა არის შენი ცხოვრების ყველაზე გასაოცარი მიღწევა, რითაც განსაკუთრებით ამაყობ?

 -ეს კითხვა ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე რომ დამისვან, ალბათ იგივე პასუხს გავცემ – განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ შევძელი და 70-ზე მეტი ახალგაზრდა ერთი მიზნის , ერთი იდეის ირგვლივ გავაერთიანე. შევძელი და ამ ახალგაზრდების იმედები გავამართლე, მათი სურვილებისა და  იდეების რეალიზებით.

ვინ არის შენთვის მისაბაძი მაგალითი?

      დედაჩემი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია,  ფაქტობრივად ყველაფერს მისგან  ვსწავლობ.

საყვარელი პოეტი, მწერალი…

-მოდი ვიტყვი, მსოფლიოს მწერალი – დოსტოევსკი.  ვფიქრობ, ადამიანმა თავისი სიცოცხლის  მანძილზე,  ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს მისი რომელიმე ნაწარმოები.

მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ შენს ცხოვრებაში?

-სიმართლე რომ ვთქვა, მეგობრებთან ერთად დროს ხშირად ვერ ვატარებ.  ამჟამად მთელი ჩემი დრო და ენერგია, ახალგაზრდებს ეთმობა.

შენი ყველაზე მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდით მათ?

  -მომავალი განათლებაშია.  მეტი იკითხეთ, მეტი შეიმეცნეთ, ყველა რესურსი გამოიყენეთ, რაც გარშემო გაქვთ, იყავით კარგი ადამიანები.

როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?

 ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა თანასწორია და არ სჭირდებათ ადამიანებს იმის მტკიცება, რომ მათი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, რომ მათი იდენტობა მხოლოდ მათ ეკუთვნით, რომ სიყვარული არის სიყვარული და ძალადობა ვერასდროს იქნება გამოსავალი.

დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.

-ნუცა გობეჯიშვილი, ძალიან ნიჭიერი,  ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფრანგულ ენას ასწავლის. ვფიქრობ, უნდა გაიცნოს ბოლნისმა ნუცა.  ასეთ კითხვას დავუტოვებ –  ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა რა შეცვალა  მის ცხოვრებაში.


-მადლობა ანანო სასიამოვნო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ!

ავტორი:ნონა ხუზმიაშვილი