3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრში იმყოფებოდნენ. „განთიადის“ ბენეფიციარებს ტკბილეული გადასცეს და აღნიშნული ცენტრის საქმიანობას პირადად გაეცვნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად უერთდება ამ დღეს და ბენეფიციარებს მუდმივ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, ყოველწლიურად იმართება.
საქართველოს განათლების,მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაზემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში უამრავი სიახლე იგეგმება.
მინისტრისთქმით, შემდეგიწლიდან, სკოლაშიშესვლისშესაძლებლობაშეეძლებამხოლოდიმბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრისჩათვლითშეუსრულდება.
“გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი,“ – განაცხადა მიქანაძემ.
“იცით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი და საყოველთაორეგისტრაციამდეჩვენვაპირებთშემოვიღოთკიდევერთისარეგისტრაციოეტაპი, რომელიცუკავშირდებაბავშვისიმსკოლაშირეგისტრაციას, რომელიცდაკავშირებულიამისსაცხოვრებელტერიტორიულპრინციპთან.
პირველ ეტაპზე ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და შემდეგ სხვა მიმართულებებითაც გავრცელდება,“ – განაცხადა მიქანაძემ.
ცვლილებებისახელმძღვანელოებში
განათლების მინისტრის თქმით, “2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება“.
“ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები… დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები. ეს სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს შემდეგი სტანდარტით – ერთისახელმძღვანელოყველასკოლაში, ერთსადაიმავედისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელო და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით,დაინერგება შესაბამისი სტანდარტი და მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვსაც მშობელთან კომუნიკაციის უფლება არ დაერღვეს.
“მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს მშობელთან, ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის არ დაერღვეს,“ -განაცხადა მიქანაძემ.
“განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ“, – განაცხადა მინისტრმა განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველიწლისმარტში, გავხსნითსარეგისტრაციობადეს, სადაცნებისმიერდაინტერესებულპირსშეეძლებადარეგისტრირდეს, თუმასექნებასურვილი, რომმე-12 კლასშიცისწავლოს. შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. აქვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პედაგოგი, რომელსაც მე-12 კლასის არარსებობა შეეხება, ჩართული იქნება სპეციალურ სასწავლო პროცესებში იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არცერთი პედაგოგი სახელფასო ბადესთან მიმართებით არ დაზიანდება.
მნიშვნელოვანიარომმე-11 კლასი, დამამთავრებელიკლასიგავხადოთპროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება, პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში. სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადების კუთხით, ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებით. ამკუთხითჩვენმე-11 კლასშიშემოგვაქვსე.წ. რეპეტიტორიუმი. როდესაცბავშვებსექნებათშესაძლებლობა, რომისწავლონმხოლოდიმსაგნებში, რაცუნდაჩააბარონეროვნულგამოცდებზე, ესიქნება 1-წლიანიინტენსიურისასწავლოპროგრამა, რომელიცსაშუალებასმისცემსთითოეულმოსწავლეს, რომმაქსიმალურადჩაერთოსდამათაღარუნდადასჭირდეთდამატებით, სკოლისგარეთ, სასწავლოპროცესებშიჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, “კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება იმისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე შეძლონ, გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“.
მისი თქმით, ბულინგი კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
“ბულინგის კომპონენტი კვლავაც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ამ კუთხით ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი კამპანიური ხასიათი უნდა მივცეთ შემეცნებით აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს შორის უნდა ჩატარდეს და ამავდროულად, კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა წარიმართოს ყველა პედაგოგის გადამზადება იმისთვის, რომ მათ ადრეულ ეტაპზევე შეძლონ, გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ამასთან, ჩვენი მიზანია, რომ ამ კონცეფციის განხორციელების პარალელურად, ყველა სკოლა საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს მანდატურის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკების სერვისებით, იმიტომ, რომ ეს მზარდია, ეს საჭიროა და მათი ჩართულობა უდიდეს ეფექტიანობას გვაძლევს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
სხდომის გახსნისას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დეპუტატებს მათი აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ განიხილეს სამი საკითხი. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, სოლომონ ჩარკვიანმა დეპუტატებს 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარუდგინა. მისი ინფორმაციით, შემოსულობებისა და ფინანსური აქტივების კლება 69 110,0 ათასი ლარით განისაზღვრა, გაიზარდა საერთაშორისო გრანტები, ჯარიმები და მიზნობრივი ტრანსფერები. დამატებითი რესურსები მიმართული იქნება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გიზო კორტავამ, მუნიციპალიტეტის აქტივების განახლების მიზნით, 34 ერთეული მცირეფასიანი ინვენტარისა და 15 ერთეული ძირითადი საშუალების ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. ინფრასტრუქტურის სამსახურის,სამშენებლო სამუშოების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა გიორგი სიკინჭელაშვილმა, დეპუტატებს 21 ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომელთა საერთო ღირებულება 6 მილიონ 400 ათასი ლარია. პროექტები მოიცავს შიდა გზების, სკვერებისა და მინი სტადიონების მოწყობას, საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციას, სანიაღვრე და სასმელი წყლის სისტემების გაუმჯობესებას, ასევე კულტურისა და დასვენების პარკში სარწყავი ქსელის მოწყობას. საკრებულომ ყველა საკითხი ერთხმად დაამტკიცა.
შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველო ყოველწლიურად უერთდება შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნას.
ამ დღის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ყოველწლიურად შიდსის მსოფლიო დღე გარკვეულ თემას ეძღვნება. 2022 წლის მსოფლიო დღის კამპანიის გზავნილია: „გავხდეთ თანასწორნი!“
მიმდინარე წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS) მოგვიწოდებს აღმოიფხვრას უთანასწორობა, რომელიც აფერხებს მსოფლიოს წინსვლას შიდსის დასრულებაში 2030 წლისთვის.
მსოფლიოში 2030 წლისთვის აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დამარცხება შეუძლებელი იქნება პროგრამების წარმატებული განხორციელების უპირველესი ბარიერების – უთანასწორობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გარეშე. სტიგმა და უთანასწორობა ამცირებს სერვისების სარგებლიანობას, ხელს უწყობს დაავადების გვიან სტადიაზე გამოვლენას და არაეფექტიანს ხდის პაციენტის მკურნალობას.
რა არის აივ ინფექცია
აივინფექციაარისადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია, რომლის ბოლო კლინიკურ სტადიასაც წარმოადგენს შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.
არსებობსაივინფექციისგადაცემის 3 ძირითადიგზა:
ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიცია – სისხლის გადასხმა, აივ-ით ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით.
დაუცველი სქესობრივი კონტაქტი აივ ინფიცირებულ პირთან.
ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.
ვირუსიარგადაეცემააივ–ინფიცირებულთან:
ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით
დახველებით, ცემინებით
საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით
საცურაო აუზით სარგებლობით
კოღოსა და მწერების ნაკბენით
აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში
აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 78 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და 39 მილიონი გარდაცვლილი. 2013 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 35 მილიონი აივ ინფიცირებული იყო.
2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 5968 პაციენტი.
გაეროს შიდსის პროგრამის შეფასებით სამიზნეებთან მიმართებაში 2021 წლის ბოლოს საქართველოს მიღწევები შემდეგია:
უსაფრთხო სექსის პრაქტიკა პრეზერვატივების გამოყენებით
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის, ტესტირება და მკურნალობა
ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება, მოხმარების შემთხვევაში ახალი და ერთჯერადი ნემსის და შპრიცის გამოყენება
სისხლისა და სისხლის პროდუქტების აივ ინფექციაზე ტესტირების უზრუნველყოფა
დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია
აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% – მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება: ანტირეტროვირუსული თერაპია, საკეისრო კვეთა, სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.
2022 წლის 1 დეკემბერს, ჯანმო მოუწოდებს გლობალურ ლიდერებსა და ქვეყნების მოქალაქეებს, გაერთიანდნენ შიდსის მართვაში უთანასწორობის დასამთავრებლად.
დევიზი „გავხდეთ თანასწორნი!“ არის მოწოდება მოქმედებისკენ, მოთხოვნა ძალისხმევის გაძლიერებისთვის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და შიდსის დასამარცხებლად. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:
აივ ინფექციის მკურნალობის, ტესტირებისა და პრევენციის სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა
საზოგადოებებმა უნდა გამოიყენონ და განავრცონ გზავნილი – „გავხდეთ თანასწორნი!”, რათა ხაზი გაუსვან კონკრეტულ უთანასწორობებს და სტიმული მისცენ მათ მოსაგვარებლად საჭირო ქმედებებს.
კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის განახლება აივ-ინფიცირებული ადამიანების, მაღალი რისკის ჯგუფებისა და მოწყვლადი მოსახლეობის სტიგმის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის დასაძლევად
სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა გლობალურ დონეზე შესაძლებელი გახდეს მეცნიერებისა და მართვის თანამედროვე მიდგომებზე თანაბარი წვდომა.
მასალა მომზადებულია ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ
მურო გაგოშიძე და „ცეკვის ლაბორატორია“ ბოლნისის თეატრში ახალი, მოდერნიზებული ქორეოგრაფიით წარსდგნენ. დასმა მაყურებელს სრულიად ახალი, თანამედროვე კომპოზიცია წარმოუდგინა, რომელიც ინოვაციური, პლასტიკური და ქორეოგრაფიის სხვადასხვა ელემენტების შერწყმით გამოირჩეოდა.
ერთმოქმედებიან სპექტაკლში წარმოდგენილ სინთეზს, ტრადიციული მოძრაობისა და თანამედროვე შესრულების პლასტიკას, კიდევ უფრო მისტიურს და ენერგიულს, ნიაზ დიასამიძის , ლელა ნაყეურის, ირაკლი მენაღარიშვილისა,მურო გაგოშიძის და ჯგუფ „რეგიონის“ და ,,ჩვენებურების ” მუსიკალური კომპოზიციები ხდიდა.
ქორეოგრაფიული სპექტაკლი, ბოლნისის თეატრის სცენაზე, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც მაყურებლის ემოციები და მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.
ბოლნისის ცენტრალურმა კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა და მიენიჭა ხარისხის უმაღლესი სტანდარტი „B+“. აკრედიტაცია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული აუდიტორული კომპანიის „Temos“-ის მიერ იქნა მინიჭებული. აკრედიტაციის მოპოვება არის ურთულესი პროცედურა, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების გავლას მოითხოვს.
საერთაშორისო აკრედიტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების, ხარისხის და პაციენტის უფლებების დაცვის გაუმჯობესებაში. ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტების დაცვას, პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.
25 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საჯაროდ მოხდა 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 52 652 000 ლარით განისაზღვრა, სადაც პრიორიტეტულ პროექტებად კვლავ, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურის განვითარება, დასუფთავება, გარემოს დაცვა და ახალგაზრდობის სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფა რჩება
ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვის ფორმატში, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.
ევდოკია შეყილაძე უბრალო საგნებში ხედავს საოცრებას – იქ, სადაც სხვები მხოლოდ ნივთებს ამჩნევენ, ის სილამაზესა და შთაგონებას პოულობს – დედობა, სამსახური, ყოველდღიური რუტინა და მაინც, სადღაც ამ ყველაფერს შორის იბადება „ევდორა“ – ხელნაკეთი სარკეები, რომლებიც სიყვარულითა და სინაზით იქმნება. როგორც ევდოკია ამბობს, ყველაფერი სრულიად სპონტანურად დაიწყო: სანაპირო, რამდენიმე ნიჟარა, მძინარე მართა და იდეა, რომელიც იმ დღიდან გაჩნდა. იურისტის პროფესიის მქონე ევდოკია დღეს იმ ადამიანების სამყაროშია, ვისაც სჯერა, რომ ხელით შექმნილი ნივთი მხოლოდ ნივთი არ არის – ის ისტორიაა, ემოციაა და ერთი პატარა სხივია, რომელიც ოთახსა და ადამიანის გულს ერთნაირად ანათებს. დღეს ევდორა უკვე საკუთარი აურით აღბეჭდილი სახელია — ადგილი, სადაც თითოეული სარკე უნიკალურია, არ მეორდება და თავის მცირე, მაგრამ სითბოთი სავსე სამყაროს ატარებს.
–მოგესალმებით! პირველ რიგში, წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში!ევდოკია, როგორ დაიბადა „ევდორა“ – საიდან გაჩნდა იდეა ხელნაკეთი სარკეების შექმნისა?
– მოგესალმებით. დიდი მადლობა, ჩემი შვილის ერთი წლის იუბილე ზღვაზე აღვნიშნეთ, მინდოდა დასამახსოვრებელი ფოტოსესია მომეწყო მართასთვის და გამოვაწყვე მოანას ფორმაში. ჰოდა, უხასიათობის გამო მართას დაძინება გადაწყდა პლაჟზე, რამაც ცოტა გეგმები ამირია. მისი ძილის დროს ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა გავეხალისებინე და დაიწყო ნიჟარების შეგროვება ჩემთვის. ვიცოდი, ამ ნიჟარებით, რამე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რა, გადაწყვეტილი არ მქონდა. ჩამოვედით ტანძიაში და ერთ-ერთი მგზავრობისას, წავაწყდი სარკეს ნიჟარებით და მაშინვე ვთქვი, მეც უნდა ვცადო. გამოვიწერე სხვადასხვა რამ, რაც საჭირო იქნებოდა სარკის დასამზადებლად. ასე დაიწყო ეს ამბავი, შევქმენი სხვადასხვა დიზაინის და გავაჩუქე, ჩუქების მომენტში განცდილმა ემოციამ და მოწონებამ, გადამაწყვეტინა გამეკეთებინა გვერდი. ევდორა ორი სიტყვისგან შედგება, ევდოკია და “aura”, ევდოკია ჩემი სახელია, ხოლო “aura” ფრანგულად სხივს, ბრწყინვალებას ნიშნავს. გამოვიდა ევდორა, რომელიც ბერძნულად, კარგ საჩუქარს ნიშავს.
–გახსოვს შენი პირველი სარკე? რას გრძნობდი, როცა ხელში აიღე პირველი, დასრულებულინამუშევარი?
– მოდი ასე ვიტყვი, რაც დედა აღარ არის და მართა მყავს, სულ ვფიქრობდი რა შეიძლება მეკეთებინა. ამ ყველაფერში, მართასთან ერთად, დამეხმარა ის პირველი სარკე, რომელიც მაკამ იმხელა ემოციით იჩუქა, გადავწყვიტე კიდე გამეკეთებინა. თქვენ არ იცით, რამხელა სტიმული და სიხარულია როცა აკეთებ და ძალიან მოგწონს. გავიწყდება ის ზურგის ტკივილიც, სილიკონისგან დამწვარი ხელიც და ა. შ … მერე ამ ყველაფერს ოჯახის წევრებს ანახებ და ვუალაა, უბედნიერესი ხარ მათი ემოციებით. განსაკუთრებით ჩემი დედამთილის, ყოველ ახალ სარკეზე მეუბნება, აუუ ეს რა ძალიან მაგარია, ყველა ხო მაგარია, მაგრამ აიი, ესს … ხვდებით ხომ, რამხელა გვერდში დგომა მაქვს.
– სანამ ამ საქმეს დაიწყებდი, რას საქმიანობდი? რა არის თქვენი პროფესია და რამდენად უკავშირდება ხელოვნებას?
– პროფესიით იურისტი ვარ და ვმუშაობ მერიაში, იურიდიულ განყოფილებაში. ახლა მართას გამო, ხშირად სახლში ყოფნა მიწევს, მაგრამ მალე დავბრუნდები ! მანამდე, დიდი მადლობა ჩემს უფროსს თანადგომისთვის. მაგისტრი გახლავართ იურიდიული ფაკულტეტის.
–როგორ იბადება იდეა – ჯერ დიზაინს ქმნი თუპირდაპირ მასალებთან მუშაობა გიყვარს?
– თუ შეკვეთა მაქვს, ვფიქრობ ადამიანზე, რა დიზაინი მოუხდება და ვიწყებ მუშაობას. უბრალოდ იმას ვაკეთებ, რაც იმ მომენტში ჩემს ხასიათსა და ხელებს უნდა და ბოლოს, გამოდის სიკეთე, სინაზე და სილამაზე.
–რა გაძლევს შთაგონებას – მუსიკა, ბუნება, ადამიანები, თუ თავად სარკე, როგორცსიმბოლო?
– ზემოთ აღვნიშნე და ახლაც გეტყვით, დედიკოზე ფიქრს გავურბივარ ამით და თვითონ სოფოსნაირი კეთილი, ლამაზი და ფაფუკი გამომდის ყველა ნამუშევარი. სიმშვიდეში მიყვარს მუშაობა, ამიტომ, მთავარია, მართას დიდხანს ეძინოს ხოლმე, რომ სისრულეში მოვიყვანო ეს სილამაზეები.
–შენს ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ფერები და ფორმები თითქოსშენი ენაა – რომელ ფერთან აიგივებ საკუთართავს და რატომ?
-რთული შეკითხვაა, არასდროს მიფიქრია ამის შესახებ. ვაიგივებ ალბათ იასამნისფერთან, ხან ძალიან მუქი რომ არის და, ხან ძალიან ღია, ხასიათი ხშირად მეცვლება და უცებ შემიძლია ძალიან ცუდი ხასიათიდან კარგზე გადასვლა, ან პირიქით, მადლობა ლევან, რომ მიძლებ, მაგრამ ამ ეტაპზე, შემოდგომის ფერებით ვთამაშობ. –გაქვს თუ არა ერთი განსაკუთრებულინამუშევარი, რომელიც ყველაზე ძვირფასიაშენთვის – შესაძლოა იმიტომ, რომ გარკვეულმოგონებას უკავშირდება? -ყველა ჩემი ნამუშევარი იქმნება სიყვარულით, ამიტომ ვერ გამოვარჩევ … ააა, კი ერთი მყავს უცელქესი, უთბილესი და უსაყვარლესი მართა, რომელსაც თუ ღვიძავს, სულ დედა აკერია პირზე და არაფერს მაცდის . –რამდენ ხანს გრძელდება ერთი სარკის შექმნადა რა ძალისხმევას მოითხოვს? -მარტივი ამბავი არ ყოფილა ხელნაკეთის შექმნა , მითუმეტეს, თუ ყველაფერს შენი ხელით აკეთებ. თუ არ ჩავთვლით სილიკონით ხელის დაწვას, ხის ჯოხების შერჭობას, პატარა თვლების ცალ-ცალკე დალაგებას, მაშინ არც ისე რთულია, და სადღაც 2 საათი, მაინც უნდა დამზადებას.
–ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც ისე ვერგამოდიოდა და გიფიქრია გაჩერებულიყავი, მაგრამ მაინც განაგრძე?
-26 ოქტომბერს 1 თვის ხდება „ევდორა“ და კი ყოფილა ეგ ამბავი უკვე, მაგრამ მერე მახსენდება რისთვის ვაკეთებ ამას და ვაგრძელებ.
–რა გაძლევს სტიმულს იმ დღეებში, როცაინსპირაცია თითქოს ქრება?
-მომხმარებლის სიტყვები: „აუუ, იმაზე ლამაზი ყოფილა, ვიდრე ფოტოში“, მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე.
– როგორი ხარ ყოველდღიურ ცხოვრებაში – ხელსაქმეს მიღმა?
-უჟმური, ჯუჯღუნა და სულ დაღლილი, რა ვქნა, ზედმეტად აქტიური შვილი მყავს.
– როგორ ფიქრობ, რას ხედავენ ადამიანები შენსსარკეებში – საკუთარ თავს, თუ შენს ისტორიას?
-ჩემი აზრით, ჩემს სარკეში სითბო ჩანს იმხელა, რომ მოიცავს ყველაფერს. –უთხარი ჩვენს მკითხველს, სად და როგორ შეუძლიათ შეიძინონ შენი ჯადოსნური სარკეები?
-ფეისბუქ გვერდზე Evdora-ევდორა, დიდი სიამოვნებით მიგიღებთ, და ჩემ პირად გვერდზეც – ევდოკია შეყილაძე.
– იღებ თუ არა ინდივიდუალურ შეკვეთებს –მაგალითად, როცა ადამიანს სურს, სარკეშისაკუთარი ისტორია აისახოს?
-ევდორა არ მეორდება, ანუ იქნება ერთი, რა თქმა უნდა, ვიღებ.
– თუ ოდესმე გახსნი სამუშაო სივრცეს, ანსახელოსნოს, როგორ გინდა გამოიყურებოდესის?
-მინდა, ფერადი იყოს, ლამაზი სარკეებით სავსე. ადამიანი შემოსვლისთანავე რომ განათდეს და გულგამთბარი და ხელდამშვენებული გაბრძანდეს იქიდან.
– რას ეტყოდი იმ ადამიანს, ვინც ახლა ეძებსსაკუთარ გზას და ვერ ბედავს ნაბიჯისგადადგმას? -ადამიანს ყველაფრის კეთება შეუძლია, მთავარია დაიჯეროს საკუთარი თავის, მერე ყველაფერი თავისით მოვა.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად იმატა სეზონური გრიპის გახშირებულმა შემთხვევებმა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივითა და მერიის ხელშეწყობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა სეზონური ვირუსით გამოწვეულ გართულებებზე, გრიპის გავრცელების გზებზე და დაავადების პრევენციულ ღონისძიებებზე. შეხვედრის ბოლოს, მედიკოსთა მობილურმა ჯგუფმა მსურველებს ადგილზე ჩაუტარა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავაც ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ 2025-2026 წლების ვაქცინა არის ფრანგული წარმოების, 4 კომპონენტიანი და მსურველებს იმუნიზაციის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში შეუძლიათ აცრის ჩატარება.
დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა 4 საბავშვო ბაღი დაათვალიერა და სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული საჭიროებები საბავშვო ბაღების მენეჯერებისა და პერსონალისგან მოისმინა.
ოთხივე საბავშვო ბაღში ძირითად საჭიროებას ეზოს კეთილმოწყობა და გარე ინფრასტრუქტურის განახლება წარმოადგენს.
როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს აღსაზრდელებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
ზამურ ჭითანავა: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღი დავათვალიერე და იქ არსებული საჭიროებები ბაღის პერსონალისგან პირადად მოვისმინე. ძირითადი საკითხი საბავშვო ბაღების გარე ინფრასტრუქტურისა და გასართობი სივრცის განახლებას უკავშირდება.
მოგეხსენებათ, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ საბავშვო ბაღში იწყება ჩვენი მომავალი თაობის ჩამოყალიბება და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ აღსაზრდელს ჰქონდეს უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული კომფორტული გარემო.