შაბათი, ივნისი 21, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 84

სოფელ დისველში ახალგაზრდობის ხეივანი გაშენდება

0

„ტყე გავუშენოთ შვილებსა, ეს ჩვენი ვალია“ ამ ლოზუნგის ქვეშ, დისველის ასლან შაინიძის სახელობის საჯარო სკოლამ, მთელი სოფელი გააერთიანა და  პროექტის ფარგლებში, გამწვანების აქცია მოაწყო.

მასშტაბური სასკოლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, მოწვეული სტუმრებისთვის ინტერპრეტირებული „რწყილი და ჭიანჭველა“ ითამაშეს, სადაც პატარებმა ეკოლოგიური კატასტროფა დაგმეს.  მინი სპექტაკლის შემდეგ მონაწილეები მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მწვანე განაშენიანებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გავიდნენ და 60-მდე ხე-მცენარე მათთან ერთად დარგეს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერითა და გვერდში დგომით განხორციელდა, სადაც ასევე ფინანსურ მონაწილეობას ფერმერებიც იღებდნენ.

სოფელ დისველში მოწვეულ სტუმრებს შორის მეუფე ეფრემი,  მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდების უშუალო ჩართულობა და გააქტიურება, ბოლნისის სათემო კლუბის სამომავლო გეგმები

0

დღეს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის ახალგაზრდული სათემო კლუბის წევრები, 14 წლიდან ზემოთ ასაკის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, სადაც სათემო ორგანიზაციამ, მათ მიერ შესრულებულ პროექტებთან ერთად, 2023 წლის გეგმებზეც ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის სათემო უკვე წელიწადნახევარია ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე, არა ერთი პროექტი განახორციელა.

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

0

ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება.ბოლნისის  ნომერ პირველი საჯარო სკოლის წითელი ჯვრის მოხალისეები  საყოველთაო ღონისძიებას შეუერთდნენ და  მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად ახალ თემებს შეიმუშავებს, რათა გადაიჭრას დაავადებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები. 
მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტიანების მდგომარეობა უკეთესობისკენ.

დიაბეტის მსოფლიო დღე 1991 წელს დაარსდა დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

გოგი მეშველიანი: მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს უმოკლეს ვადებში რეაგირებისა და საკითხის გადაწყვეტისთვის

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის საკითის გადაწყვეტისთვის. წყალმომარაგების კომპანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ჯამურად 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს „ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბოლნისის, დაბა კაზრეთის და სოფლების ბალიჭის, ძველი ქვეშის,ძეძვნარიანის, იწრიის,რატევნისა და ტანძიის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ჯამურად 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება. ასევე მიმდინარეობს და დასრულების სტადიაშია სოფელ ტალავერის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სატენდერო ღონისძიებები. აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის, 2021 წლის 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხის მოსაგვარებლად პირადი ჩართულობა ვთხოვე. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს უმოკლეს ვადებში რეაგირებისა და საკითხის გადაწყვეტისთვის.“ -განაცხადა გოგი მეშველიანმა

24 საათიანი წყალმომარაგებით ბოლნისი და მიმდებარე სოფლები ისარგებლებენ

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24 საათიანი   წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია  85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს. კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან, ქვემო ქართლის რწმუნებულ, გიორგი დოხტურიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპზე, ქ. ბოლნისში აზიის ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია:  ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება; სოფლების: ბალიჭის, ძველი ქვეშისა და ძეძვნარიანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა.  ქ. ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილის, წყალსადენი ქსელის, სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია. მიმდინარე პროექტების პარალელურად, სოფელ ტალავერის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარეობს.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრის ჩათვლით იქნება

0

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრის ჩათვლით კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://ncdc.ge/…

ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში, არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების საჯარო განხილვა გაიმართა

0

 დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,  სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც  CENN – ის დაკვეთით ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ მოამზადა. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. კვლევის წარდგენის შემდეგ, სოციალური სერვისებისა და პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ პრეზენტაცია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა.

საზოგადოებისთვის   მოხდა პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ,, პარტნიორთა ჯგუფის“ გაცნობა, რომელიც 12 წევრისგან დაკომპლექტდა, მათგან 6 თვითმმართველობის, ხოლო დანარჩენი 6 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია. ჯგუფი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესებაზე და საჭირო სერვისების დანერგვაზე იმუშავებს.

შეხვედრა  ,, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში CENN ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 ბოლნისელი სპორტსმენი­ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

0

ესტონეთის დედაქალაქ-ტალინში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის,ბერლინის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის კრისტიან პალუსალოს ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.აღსანიშნავია,რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდში წარმატებით იასპარეზა ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის 17 წლის მოჭიდავე-გიგა შავაძემ, რომელმაც მეოთხედფინალურ შეხვედრაში დაამარცხა სლოვაკეთის წარმომადგენელი, ნახევარფინალში ესტონელი სპორტსმენი, ხოლო ფინალურ შეხვედრაში შვედეთის წარმომადგენელი და გახდა ამ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

გოგი მეშველიანის კითხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს

0

დღეს საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები განიხილებოდა , საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი  მეშველიანმა კითხვა დაუსვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარება-რეაბილიტაციის საკითხზე.

„ბატონო გიორგი, ჩემი კითხვა უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განვითარება-რეაბილიტაციას. თქვენს მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში ეს ასიგნებები ორ სამინისტროზეა ჩაშლილი, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს 137 მლნ. ლარი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 179 მლნ. ლარი ამ მიმართულებით, მთლიანობაში 316 მლნ. ლარია წარმოდგენილი ბიუჯეტით.

ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებს, მე ამ შემთხვევაში, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, კონკრეტულად ჩვენს ოლქებში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში არის თუ არა უკვე განსაზღვრული რომელი სკოლების რეაბილიტაცია მოხდება, სად აშენდება სკოლები და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარმოდგენამდე გვექნება თუ არა წვდომა ამ კრიტერიუმებზე, როგორ შეირჩევა ეს სკოლები, რა კრიტერიუმებით ხდება ამ თანხების განაწილება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის მიმართულებით.“

გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის საინტერესო შეხვედრები გაიმართება

0

ბოლნისის მუზეუმის გოეთეს მედიათეკის სივრცეში, გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების თემა იყო „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, სადაც განიხილეს  ჩვენი ქვეყნის 1028 დღიანი დემოკრატია და  უახლესი ისტორია. შეხვედრის ფარგლებში, შეკრებილი მოსწავლეებისთვის, წარმომადგენლებმა  ისაუბრეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და გამოწვევებზე.

შეხვედრები სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის კვლავ გაგრძელდება და იგი მნიშვნელოვან, მრავალფეროვან და საინტერესო საკითხებს მოიცავს.