კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 83

„თავკიდე“ – ველური ვაზისგან მიღებული საბარძიმე ღვინო

0

სიონის ტაძრის წინამძღვარმა მამა ბესარიონმა ველური ვაზი გააკულტურა, გააშინაურა და მისგან არომატული, განსხვავებული ღვინო დააყენა. „თავკიდე“ – ასე უწოდა ვაზს, რომელსაც მევენახეები მხოლოდ დასამყნობად იყენებენ. „მწარეს“ სახელით ცნობილმა ვაზმა სხვა დატვირთვა შეიძინა, მამაომ ტყეში ნანახი ნერგისგან  ვენახი გააშენა, მცირე მოსავლიან, თუმცა უნიკალურ, სამკურნალო და საბარძიმე ყურძენს, მარცვალ-მარცვალ აგროვებს და დიდი რუდუნებით აყენებს ღვინოს. მიღებული მოსავალი მცირეა, თუმცა ეპარქიას, საზიარებლად,  ჰყოფნის. როგორც მამა ბესარიონი გვიამბობს, სწორედ ეს ვაზია ბოძებული უფლის მიერ  ნოეს მიმართ, რომელსაც აღარ იყენებენ სანაყოფოდ. მის ავთენტურობას ამტკიცებს ის, რომ ამ ვაზს შეუძლია აღმოცენდეს  წიპწიდან, (განსხვავებით სხვა დანარჩენი ვაზისგან) როგორც სხვა ბუნებრივი მცენარეები.

,,ბოლნისის ეტალონი მოსწავლე”  რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა

0

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონის” დისტანციური კონკურის ფარგლებში 2022 ,,ბოლნისის ეტალონი მოსწავლე” გამოვლინდა.ტიტული რატევანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ირაკლი ერაძემ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. საქართველო ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი” დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა,მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. გამარჯვებული მოსწავლე შემდეგ ეტაპზე  ბოლნისს წარმოადგენს Live ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

მოხალისეობრივი კამპანია ბოლნისში

0

ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის  პლატფორმა“ პროექტის ფარგლებში „მოხალისეობა წარმატებული მომავლისთვის“ 18 ნოემბერს, ახალგაზრდებთან ერთად, ბოლნისის სათნოებისა და სასადილო  სახლს „მადლს“ ესტუმრა. მოხალისეობრივ კამპანიაში ახალგაზრდები იქ მომუშავე პერსონალს სადილის გაცემისა და დასუფთავების პროცესში დაეხმარნენ, რის შემდეგაც სათნოების სახლში მოაწყვეს მცირე ღონისძიება,  ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, საჩუქრად გადასცეს ოთახის მცენარეები და ადგილობრივ პერსონალთან ერთად მოხუცებს საჭიროებისამებრ გაუწიეს დახმარება.

აღნიშნული პროექტი, წლის ბოლომდე, სხვადასხვა აქტივობით განხორციელდება, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ინფორმაციის მიწოდება  მოხალისეობრივი კამპანიების შესახებ და  საქართველოში მომუშავე მოხალისეობრივი ორგანიზაციებისა და პლატფორმა volunteer.ge-ს გაცნობა.

პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის Education Development and Employment Center მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

NCDC-ის სპეციალისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი გააცნეს

0

NCDC-ის სპეციალისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი „არავინ დარჩეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიღმა“ გააცნეს.

შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებისა და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების განვითარებასა და ადგილობრივი თემში იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

0

გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების მიერ 15 ნოემბერს შემოტანილ პეტიციას, რომელიც სოფელ დარბაზში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შექმნას ეხება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მიესალმება ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები იჩენენ მაღალ სამოქალაქო კულტურას და აქტიურად ცდილობენ მათი ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ ხელისუფლებას.

ცენტრალური მთვრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სკოლამდელი აღზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული და დამტკიცებული სამთავრობო პროგრამით მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია უახლოეს წლებში იგეგმება.

ამ პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურ მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, დაზუსტდა იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც ახალი ბაღები აშენდება და უკვე არსებული შენობების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია განხორციელდება.

ახალი საბავშვო ბაღი აშენდება:

დაბა კაზრეთში

ნახიდურიში

ტალავერში

მამხუტში

რაჭისუბანში

დარბაზში

უკვე არსებულ საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სოფლებში:

ქვემო ბოლნისი

ტანძია

ქვეში

ახალი და რეაბილიტირებული ბაღებით მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც ისარგებლებენ. საჭიროებიდან გამომდინარე, ბაღების მშენებლობის პროცესი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა

0

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

პენსიები და კომპენსაციები – 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები – 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები – 85 მილიონი ლარი;

ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები – 70 მილიონ ლარამდე;

დასაქმების ხელშეწყობა – 80 მილიონ ლარზე მეტი;

საპენსიო სქემის თანადაფინანსება – 310 მილიონი ლარი;

მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები – 290 მილიონი ლარი.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით, იქნება 438 ლარი;

დანარჩენი პენსიონერებისთვის – 365 ლარი;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით, იქნება 354 ლარი;

დანარჩენი პენსიონერებისთვის – 295 ლარი;

მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;

 სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა

0

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება, დაახლოებით, 160 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 196 მილიონ ლარამდე შეადგინა.

მისი თქმით, მომდევნო წელს, დაფინანსება დამატებით 314 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 2 მილიარდ 510 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

• თავდაცვის სამინისტრო – 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი;

• შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1 მილიარდ 70 მილიონი ლარი;

• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 180 მილიონი ლარი.

ჯამური – 2 მილიარდ 510 მილიონი ლარიდან, 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე, მიიმართება შრომის ანაზღაურებაზე, რაც 2022 წელთან შედარებით, გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით.

ლაშა ხუციშვილის თქმით, გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, განხორციელდება ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.

თავდაცვის შეიარაღებისთვის გათვალისწინებულია 175 მილიონ ლარამდე, ხოლო ჯარის ლოგისტიკური ხარჯებისთვის 285 მილიონ ლარამდე.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 216 მილიონ ლარზე მეტი.

 

ფინანსთა მინისტრი: სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება

0

ფინანსთა მინისტრმა პედაგოგების დეკრეტული შვებულების ახალი წესით დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტში ისაუბრა. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში, მის დამტკიცებამდე, გადამუშავების საფუძველზე ცვლილებები კიდევ განხორციელდება, თუმცა მინისტრმა პარლამენტს ძირითადი მონაცემები წარუდგინა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა, სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულებების განსხვავებული წესით ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული და გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტში.

„განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება იზრდება 370 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ  550 მილიონ ლარს. სკოლამდენი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს და გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა. ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით. სკოლების ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ის ოდენობით, სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით, სკოლის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა და სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასის დაფინანსება. მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ 1000 ლარის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ და ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციით, მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჯანდაცვის კომიტეტს ჯერ კიდევ იანვრის თვეში, სკოლის მასწავლებლის, თამარ ცანავას მიერ წერილით მიმართვის საფუძველზე დაავალა.

ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ თანხებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურული, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით უნდა მიიმართოს და აღნიშნა, რომ დაგეგმილია 500 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რისთვისაც გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარი. პროფესიული განათლების დაფინანსება შეადგენს 155 მილიონ ლარს, სადაც გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 55 მილიონ ლარზე მეტი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე კი 250 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება.

„სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

0

 ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პროექტი ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ განხორციელდა, რომელიც მოქალაქეთა მიერ ინიციატივების წარდგენასა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ამ იდეისთვის ხმის მიცემას ელექტრონული კენჭისყრით ითვალისწინებდა.

პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეებისთვის ხმის მიცემა 31 ოქტომბერს  დასრულდა.

კენჭისყრის შედეგად  შემოვიდა 3163 ხმა, აქედან 407 ხმა ქალაქ ბოლნისის საპროექტო წინადადებებმა, ხოლო 2756 ხმა სოფლებში განსახორციელებელმა იდეებმა მიიღო.

 აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებული იყო ხუთი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება, რომელიც შერჩეული იქნა მოსახლეობის მიერ  წარდგენილი პროექტების სიიდან.

ქალაქ ბოლნისში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ორმა იდეამ მიიღო:

ქალაქ ბოლნისში კინოთეატრის კონსერვაცია- რესტავრირება – 229 ხმა;

ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობა ფეხბურთის მოედნით, ტრენაჟორებითა და სკეიტ პარკით – 96 ხმა

,,ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოების მონაწილეობა საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, რათა თავადვე გადაწყვიტოს მოსახლეობამ, რა საჭიროებები უდგას და რისი გადაჭრა სურთ, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას შეუწყობს ხელს. საპროექტო იდეა ემსახურება ქალაქ ბოლნისის კინოთეატრის რეაბილიტაციას, რაც ბოლნისელებისთვის მრავალი წლის პრობლემად იქცა.

 “დაგეგმე შენი ბიუჯეტის” მეშვეობით, ჩვენმა იდეამ გაიმარჯვა, შესაბამისად 2023 წლის ბიუჯეტში კინოთეატრის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული იქნება 300 000 ლარი, რაც მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას გამართავს და მოგვცემს შესაძლებლობას, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ კინოთეატრის მულტიფუნქციურ კონცეფციაზე, რასაც საბოლოოდ იტვირთავს ბოლნისის კინოთეატრი’’-აღნიშნა იდეის თანაავტორმა ვანო ერისთავმა.

სოფლებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კი შემდეგმა სამმა იდეამ მიიღო:

სოფელ ცურტავში სკვერის მოწყობა – 803 ხმა

სოფელ ბოლნისში სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად – 802 ხმა;

სოფელ რაჭისუბანში სკვერის მოწყობა -306 ხმა.

,,გამარჯვებულია გზისპირა სკვერის საპროექტო იდეა, რომლის მიხედვითაც  უნდა მოეწყოს სკვერი განათებებით, დასასვენებელი სკამებით და ა.შ. ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს დაფინანსება-300 000ლარი, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. იქვეა მინი სტადიონი, ტრენაჟორები, ალვის ხეების უძველესი ტყე-პარკი და მინერალური წყალი, რომელიც კომპლექსურად გართობა-დასვენების კარგი საშუალება იქნება, ყველა თაობის ადამიანისთვის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდობისთვის.

მნიშვნელოვანი იყო, რომ პროექტში მითითებული ტერიტორია ბოლნისის შემადგენლობაში და მუნიციპალიტეტის განკარგულებაში ყოფილიყო. ასეთი იყო ცენტრალური ტრასისპირა ტერიტორია, 3600კვ.მ, რომლის ათვისება ამ მიზნით იყო შესაძლებელი. მადლობა გია დემურაშვილს, რომელიც საპროექტო იდეის დამუშავებაში დამეხმარა. მადლობა ყველას, ვინც გადამწყვეტ მომენტში გვერდში დგომა ხმის მიცემით გამოხატა. განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც თავიანთი ტელეფონიდან ხანდაზმული მოქალაქეების-ბებიების დაბაბუების პირადი მონაცემებით აძლევდნენ ხმას. ეს პროექტი  ეძღვნება მომავალ თაობას“. -აღნიშნა იდეის ავტორმა დარეჯან რეხვიაშვილმა.

კარინა ბეჟანიშვილი­-,,სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“ გამარჯვებული პროექტის ავტორი:

 სოფელ ბოლნისში ,, საგანმანათლებლო  ბავშვთა  დღის ცენტრი“ 2015 წ -დღემდე  უწყვეტად ფუნქციონირებს, ჰყავს აღსაზრდელთა ერთი ჯგუფი, დასაქმებული 5 ადამიანი. ცენტრის დაარსებიდან დღემდე სკოლისთვის მოვამზადეთ 157 აღსაზრდელი. მოგეხსენებათ, შეიქმნა საქართველოში არსებული საბავშვო ბაღებისა და სასწავლო ცენტრების მონაცემთა ბაზა, რაც იმას ნიშნავს,  რომ ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს.

სოფლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს სომეხი ეროვნების ეთნიკური უმცირესობები, სწავლების ბილინგვური მეთოდია დანერგილი, აღსაზრდელები ეუფლებიან ორ ენას, ქართულს და მშობლიურ სომხურს, აქ სწავლობენ მოსმენას, საზოგადოებაში ქცევის წესებს.

ჩვენი მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში-,, დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ მოგვცემს საშუალებას დავაკმაყოფილოთ თემის მოთხოვნა ორჯგუფიან სასწავლო ცენტრთან დაკავშირებით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობით  ჩვენ შევიძენთ შენობას , გარემონტდება  შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნით. სოფელი შეიძენს თანამედროვე ტიპის სასწალო ცენტრს. 

გამარჯვებული საპროექტი წინადადებების განსახორციელებლად, თანხა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

„ვულოცავ გამარჯვებული პროექტების ავტორებს ამ წარმატებას, თითოეული იდეის ავტორს კი პროექტში მონაწილეობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იაქტიურეს და მათთვის სასურველ პროეტებს მხარი აქტიურად დაუჭირეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ.“ -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.

მაგდა დევნოზაშვილი

გოგი მეშველიანი: ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და თანასწორობაზე დაფუძნებულ გარემოს გულისხმობს

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი მრავალეთნიკური საზოგადოებით დასახლებული რეგიონისთვის. „ გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს! ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას და თანასწორობაზე დაფუძნებულ გარემოს გულისხმობს. ეს თარიღი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რეგიონში სადაც საუკუნეების განმავლობაში მრავალეთნიკური საზოგადოება მეგობრულად თანავცხოვრობთ, პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის იდენტობას, მის ეთნიკურ თუ რელიგიურ კუთვნილებას, მრწამსს, კულტურას, ტრადიციებს და უზრუნველვყოფთ კულტურული იდენტობის შენარჩუნებას. ჩვენთვის ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები უმთავრესი ფასეულობაა! – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი