კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 81

ქართველმა მოკრივეებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

0

ქართველმა მოკრივეებმა ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვერცხლის მედლებს გოჩა გორდულავა (60 კგ) და დემურ ქაჯაია (63.5 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი გორ აივაზიანი (54 კგ) გახდა.

მოკრივეთა ნაკრები ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა

ქართველმა მოკრივეებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

0

ქართველმა მოკრივეებმა ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვერცხლის მედლებს გოჩა გორდულავა (60 კგ) და დემურ ქაჯაია (63.5 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი გორ აივაზიანი (54 კგ) გახდა.

მოკრივეთა ნაკრები ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა

ქართველმა მოჭადრაკეებმა სენიორთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

0

ქართველმა მოჭადრაკეებმა იტალიის ქალაქ ასისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

65 წელს ზემოთ ქალთა შორის ტურნირის ჩემპიონი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილია.

ზურაბ სტურუამ სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა ტურნირში მოიპოვა.

ვერცხლის მედალი კი 50 წელს გადაცილებულ ქალთა შორის სოფიკო ტერელაძემ დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მერვედ გახდა, ზურაბ სტურუამ კი მეორედ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერში მოსახლეობას შეხვდა და ახალგაზრდულ სათემო ცენტრს ეწვია

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. მაჟორიტარი ასევე ეწვია ახალგაზრდულ სათემო ცენტრს, სადაც  ახალგაზრდების ხედვებს გაეცნო.

 სოფელ ტალავერში მოსახლეობას შევხვდი, ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მოვისმინე ადგილობრივების მოსაზრებები მათი თვალით დანახული გამოწვევების შესახებ და ვიმსჯელეთ მოგვარების გზებზე. ასევე, ვეწვიე ტალავერის ახალგაზრდულ სათემო ცენტრს, სადაც ახალგაზრდებს გავესაუბრე მიმდინარე პროცესებსა და ახალგაზრდულ პროგრამებზე. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ახალგაზრდები მონდომებულები, მოტივირებული არიან აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებში.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა

ბოლნისს ახსოვს   დამსახურებული ადამიანები

0

მრავალი წელი პედაგოგიურ მოღვაწეობაში, ბავშვების აღზრდა-განვითარებასა და მათდამი სიყვარულში გაატარა. ჰუმანური, სამართლიანი, საქმის პროფესიონალი. მოგითხრობთ პედაგოგზე, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა. მედეა ცინცაძემ  უამრავი თაობა აღზარდა. დამსახურებულ მასწავლებელს საზოგადოება აფასებს. აქვს უამრავი ჯილდო თუ სიგელი. ბოლნისს ახსოვს და უყვარს, სწორედ ამის დასტურია საპატიო მოქალაქის წოდება, რომელიც  სახალხო დღესასწაულზე „ბოლნისქალაქობა 2022“ მიენიჭა.

„ბოლნისის საპატიო მოქალაქეობა დიდი პატივია, შრომის, ცხოვრების წესის, შენი ადამიანობის დაფასებაა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სიხარული მომანიჭა, როგორც მითხრეს, ბატონმა კობა ჟღენტმა წარმადგინა ამ ჯილდოზე, სიმართლე გითხრათ, მასთან პირადი შეხება არ მქონია, არც მისთვის და არც მისი შვილებისთვის არ მისწავლებია, მაგრამ ბოლნისი პატარაა, აქ ყველა ყველას იცნობს, ვფიქრობ, ამ წოდების მატარებელი უნდა იყოს კარგი ადამიანი, საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელი, ერთგული, მოყვარული და პროფესიონალი.“

მედეა ცინცაძე 1935 წელს ჩოხატაურში დაიბადა, სადაც მშვიდ, მშრომელ ოჯახში, სიყვარულით იზრდებოდა. 1941 წელს, როდესაც ექვსი წლის იყო, ომი დაიწყო. მამა ომში წავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, როგორც ქალბატონი მედეა გვიამბობს, მამა საუკეთესო ლოტბარი იყო, გადმოცემით იცის, რომ ომში, მღეროდა ხოლმე, ამიტომ მას ბულბული შეარქვეს. დედა კი  მშრომელი ადამიანი იყო, რომელიც შვილების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებდა.

„სამივე დედმამიშვილმა სკოლა ოქროს მედალზე და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრეთ, პროფესიით ფიზიკოსი ვარ. გონებრივი შესაძლებლობები ხელს მიწყობდა ფიზიკა საფუძვლიანად შემესწავლა. რაც შეეხება ოჯახს, მე და ჩემი მეუღლე, ჰამლეტ გურგენიძე კლასელები ვიყავით, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავქორწინდით, განაწილებით მოვხვდი ჯერ თეთრიწყაროში, შემდეგ ბოლნისში, მყავს ოთხი გოგო, რვა შვილიშვილი და შვიდი შვილთაშვილი.“

ოთხი შვილის დედა, მეუღლესთან ერთად, ერთმანეთს უთავსებდა შვილების აღზრდას და უდიდეს პასუხისმგებლობას – პედაგოგობას, ოჯახური ბედნიერება მას დაეხმარა გამხდარიყო საუკეთესო მასწავლებელი. ბოლნისში,  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში, 55 წელი  იმუშავა, შემდეგ იყო №3 საშუალო სკოლა, სადაც დირექტორის მოადგილედ დასაქმდა, სასწავლო-საორგანიზაციო განხრით.

„მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი, უყვარდეს შრომა,  რთულია პედაგოგობა,  ეს უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული, მუშაობდე საკუთარ თავზე, აუცილებლად უნდა იყო მომთხოვნი, სამართლიანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური, მიუკერძოებელი, ჰუმანური,  ასწავლიდე ბავშვებს ურთიერთობას, ერთმანეთის გატანას, დაცვას. მთავარია კარგი ადამიანი აღზარდო, თორემ ფიზიკა რთულია და ბუნებრივია, ყველა ვერ ისწავლის, ჩემი ძირითადი მიმართულებაც ეს იყო.“

დღემდე ცდილობს მეტი ინფორმაცია მიიღოს, ეცნობა ლიტერატურას, პრესას, უყურებს ახალ ამბებს. ამბობს, რომ თაობა და ზოგადად, ცხოვრება ძალიან შეიცვალა. „ცხოვრება ხანმოკლეა, 40 წლის შემდეგ დრო სწრაფად გარბის, მთავარია ეს გზა მეტ-ნაკლებად მშვიდად, წყნარად, კონფლიქტების გარეშე განვლო,  ვფიქრობ ეს შევძელი, მიხარია ყოფილი მოსწავლეების შეხვედრა და მათდამი ჩემი სიყვარული, მეფერებიან, თბილად მხვდებიან, მეუბნებიან, რომ სამართლიანი მასწავლებელი ვიყავი, ვაფასებდი ცოდნას. დღევანდელ პედაგოგებს მინდა ვურჩიო, ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, უყვარდეთ ბავშვები, იყვნენ სამართლიანები. ბავშვებს კი ვეტყვი, ისწავლეთ, იკითხეთ ბევრი, გახდით პროფესიონალები, თქვენი ტვინი ღრუბელივითაა, ყველაფერს იწოვს და იმახსოვრებს, ქვეყანაში კი ვისურვებდი მშვიდობას, არ მომწონს ამდენი შუღლი, დაპირისპირება“.

მედეა მასწავლებელი  უკვე 87 წლისაა. ფიქრობს, რომ მისია შეასრულა, გზა, რომელიც გაიარა, დიდია, თუმცა ისე განვლო, უკან მოხედვის არ რცხვენია. გაზეთი „ბოლნისი“ მადლობას უხდის მას საინტერესო საუბრისთვის და დიდხანს, ჯანმრთელად ყოფნას უსურვებს.

მაგდა დევნოზაშვილი

გოგი მეშელიანი ასურეთელ მეღვინეებს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებას ულოცავს

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის მეღვინეებს ასურეთელ მეღვინეებს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებას ულოცავს. საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. ეს სტატუსები ენიჭება განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს. გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულს.

“ვულოცავ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის მეღვინეებს ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებას.რაც ჩვენს მეღვინეებს მისცემს მეტ შესაძლებლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.” – განაცხადა გოგი მეშველიანმა

ქართული ღვინისთვის „ასურეთული შალა“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქპატენტს, 2022 წლის 4 აპრილს ა(ა)იპ ასურეთის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა მიმართა და განაცხადით წარმოდგენილი და საქპატენტის მიერ მოძიებული მასალებით გაირკვა, რომ „ასურეთული შალა“ ღია ან მუქი ლალისფერი შეფერილობის, წითელი, მშრალი ღვინოა; მისი მიკროზონა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში; ღვინო მიიღება მხოლოდ მიკროზონაში მოწეული ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან, თუმცა, დასაშვებია თავკვერისა და შავკაპიტოს გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში; ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მიკროზონის საზღვრებში, ხოლო ჩამოსხმა დასაშვებია საქართველოს ტერიტორიაზე. სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ ვაზის ძველი ენდემური ჯიში „ასურეთული შავი“, ძველი ასურეთის ნასახ¬ლარზე იპოვა და გაამრავლა გერმანელმა ოტო შალლმა, ვის პატივსაცემად ღვინოს ეწოდა „შალა“.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ნახიდურში მოსწავლეებთან ერთად ნერგები დარგეს

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშელიანი მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად  სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას სტუმრობდა, სადაც მოსწავლეებთან, სასულიერო პირებთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან  ერთად მარადმწვანე  ხის ნერგები დარგო.

ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს გავესაუბრნენ,  ინგლისურის კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს   კი სერთიფიკატები გადასცეს.

„ნახიდურის საჯარო სკოლა, ერთ-ერთი გამორჩეულია მუნიციპალიტეტში  აქტიურობითა და მიღწევებით, რაც დიდწილად  სკოლის დირექტორის კახა ჩუბინიძის და პედაგოგების  დამსახურებაა, რომელთაც  განსაკუთრებული სწრაფვა აქვთ სიახლეების მიმართ’’. – განაცხადა გოგი მეშველიანმა

საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება

0

საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომით მუშაობას.

მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ეროვნული სტრატეგია, სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ეფექტიანად გატარების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ცალკე მდგომი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა.

სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეა

0

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუზეუმში, ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის კამპანიის ფარგლებში, „ახალგაზრდები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ“ საჯარო გამოსვლის ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილე მომხსენებლებმა განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები, საფრთხეები და შედეგები, რის შემდეგაც სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ თითოეული მონაწილე  შეაფასა,  პროექტის გამარჯვებული ახალგაზრდები გამოავლინა და სერთიფიკატები გადასცა.

დღევანდელი ღონისძიება იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ბაზაზე არსებული სამოქალაქო განათლების კლუბის „ცვლილებების პიკი“ of changes მიერ განხორციელდა, რომლის მიზანია, გაანალიზდეს ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეები და პრევენციული მექანიზმები.

საგრანტო პროექტების პრეზენტაცია

0

ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბა კაზრეთში უკვე 2 წელია ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაბა კაზრეთში 4 პროექტი დაფინანსდა. კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში პროექტის ახალგაზრდული სივრცის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ  სხვადასხვა იდეების რეალიზებისთვის.

ახალგაზრდული სივრცის პრეზენტაციის დასრულებისთანავე, კლუბის მიერ ახლადგამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის, კინოკლუბის წარდგენაც გაიმართა, პროექტორზე ნაჩვენები იქნა პირველი ფილმი. სეანსის შემდეგ კი შედგა დისკუსია ფილმში წამოჭრილ თემებზე.

პროექტის დასაწყისში ახალგაზრდებმა მოიკვლიეს თემში არსებული პრობლემები და საგრანტო პროექტის გამოცხადებისთანავე, რამდენიმე იდეა წარადგინეს, საიდანაც მოხდა ოთხი იდეის  დაფინანსება. გარდა ზემოაღნიშნული ორი პროექტისა, დაფინანსდა ასევე გოგონათა ფრენბურთის კლუბი და სამაგიდო თამაშები.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყონ საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. პროექტი კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და გაძლიერებას. იგეგმება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა.