საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2020 წელსაც განხორციელდება.
პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და შარშანდელის მსგავსად, წელსაც მისი ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იქნება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.
თებერვლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტებს დაასახელებს.
„მოხარული ვარ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელსაც განხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთებას შევძლებთ. მოსახლეობა თავად აარჩევს მათ სოფლებში რა პრობლემები უნდა მოგვარდეს, ეს ჩართულობა კი ვფიქრობ პროგრამის ეფექტურობას უზრუნველყოფს, რაც პროექტს მეტად საჭიროს ხდის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის ბიუროს ორგანიზებით,
საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორმა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-სამოტივაციო
შეხვედრა გამართა.
შეხვედრა
პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა გახსნა, მან
პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიდგომებზე ისაუბრა, რის
შემდეგაც „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ,
სასწავლებლის მიზნებსა და ამოცანებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და პროგრამებზე ისაუბრა. საინფორმაციო შეხვედრას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და კომპანია „არემჯის“
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პროფესიული
განათლება წარმატებისთვის“ ამ სლოგანის საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მიზანი პროფესიული
განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო, განხილულ იქნა არა ერთი თემა. დასასრულს
„სპექტრის“ წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.
დღეს საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
9 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს ინდმეწარმე გიორგი სააკოვი ასრულებს. ოთხ სადარბაზოში გამოიცვლება საკანალიზაციო მილები, გაიწმინდება ჭები და სარდაფები. სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება.
,,ადგილობრივმა მოსახლეობამ დეკემბრის თვეში საკუთარი პრობლემის შესახებ მომწერა,ჩემი წარმომადგენლები მდგომარეობას გაეცნენ და დღეს უკვე პრობლემის აღმოსაფხვრელად ღონისძიებები მიმდინარეობს,” განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.
ქვემო ბოლნისში გაიმართა აზერბაიჯანის სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ზელიმხან იაგუბის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი დაესწრნენ.
ღონისძიება გარდაცვლილი სახალხო პოეტის სახლში მოეწყო. ზელიმხან იაგუბი ქვემო ბოლნისში დაიბადა. ცნობილი პოეტი აზერბაიჯანის მილიმეჯლისის ორი მოწვევის დეპუტატი იყო.
ღონისძებაზე სიტყვით გამომსვლელებმა მის შემოქმედებაზე ისაუბრეს და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
მიმდინარე წლის 24 იანვრიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პროფესიით იურისტი თეკლა გეთიაშვილი დაკისრებულ მოვალეობას დღეიდან ოფიციალურად შეასრულებს.
თეკლა გეთიაშვილი დაიბადა ქალაქ ბოლნისში 1977 წლის 9 სექტემბერს.
1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრის დიპლომით.
2007 წელს, ასრულებდა ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის მოვალეობას.
2007-2009 წწ. მუშაობდა შპს „ბოლნისწყალკანალში“,
2009-2011 წწ. კი ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იურისტად.
2013-2019 წწ. მუშაობდა, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურში.
2019 წლიდან დღემდე მუშაობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში იურისტად.
არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებაში’’ ჩართული ბოლნისელი ახალგაზრდები დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ბაქოში გაემგზავრნენ. შვიდი ბოლნისელი ახალგაზრდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მონაწილეობას მიიღებს ბაქოში გამართულ ,,ქართული დღეების’’ კვირეულში. ,, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 7 ახალგაზრდა, მუნიციპალიტეტის 100%-ანი დაფინანსებით, ,,ქართული დღეები’’-ის ფარგლებში, მივემგზავრებით ბაქოში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დებუტატს გოგი მეშველიანს და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, მუდმივი თანადგომისა და მზრუნველობისთვის. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია წარმატებისკენ“. აღნიშნა „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მენეჯერმა ბოლნისში მარიამ ბურჯალიანმა.
საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში კომპანია „არემჯის“ სტიპენდიანტების შესარჩევი კონკურსი დაიწყო. მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე 20 სტუდენტს, რომელიც
წარმატებით გაივლის გასაუბრებას, შანსი ეძლევა გახდეს საქართველოს უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი
კომპანია ,,არემჯის“ რჩეული და მიიღოს 1 წლიანი სტიპენდია პიროვნული და
პროფესიული განვითარებისთვის.
პროექტის მე-3 წელს, „არემჯის“ სტიპენდიანტების საერთო რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. წელს პირველად, სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის
სტუდენტების გარდა, კონკურში მონაწილეობას შეძლებენ ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო
და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის (III; IV; მაგისტრატურისა
და დოქტორანტურის) სტუდენტები.
,,ამ სამი წლის
განმავლობაში არემჯის სტიპენდია მიიღო დაახლოებით 60-მა სტუდენტმა, რომლებიც იყვნენ
ძირითადად სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ფაკულტეტის სტუდენტები. წელს კი გვაქვს სიახლეები,
რომლითაც გვინდა ამ გუნდში ჩავრთოთ ენერგეტიკისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის
სტუდენტები. გარდა ამისა სტუდენტებს ყოველწლიურად ვიწვევთ საწარმოო პრაქტიკაზე, სადაც
ვაცნობთ საწარმოში მიმდინარე პროცესებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად აირჩიონ
მათთვის სასურველი პროფესია, განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ საუკეთესო სპეციალისტებად” –
განაცხადაადამიანური რესურსების საკითხებში არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი
ჩხეიძემ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 1 თებერვლამდე
უნდა გადააგზავნონ საჭირო დოკუმენტაცია (CV ფოტოსურათით, აკადემიური მოსწრების ბარათი
და სამოტივაციო წერილი) ელექტრონულ მისამართზე: scholarship@richmetalsgroup.com
ჟვანიას სკოლამ 15 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგია წარადგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგია წარმოადგინა.
2019 წელს ჟვანიას სკოლამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, გაზარდა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გეოგრაფიული არეალი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა. სულ გადამზადდა ეროვნული უმცირესობის 4 000-მდე წარმომადგენლი.
ჟვანიას სკოლის 15 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ჟვანიას სკოლას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც განვითარდება სასწავლო რესურსები, შემუშავდება და განხორციელდება ერთობლივი სატრენინგო პროგრამები ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას.
,,დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დავესწარი. ჟვანიას სახელობის სკოლას დიდი წვლილი შეაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების საქმეში. 2019 წელს 5 სოფელში ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი გაიხსნა, რომელშიც 127 მსმენელი ირიცხება. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გაცნობიერებული ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა და მასთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში ისტორიული პროექტის „მარნეულის წყლის-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობა“ მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში 22 კილომეტრიანი საკანალიზაციო სიტემა მოეწყობა, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონუსური ჭები და ქალაქის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა სრულად მოუგვარდება. სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს გაერთიანებული წალმომარაგების კომპანიის დაკვეთითა და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტით ხორციელდება.
ქალაქში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
„სულ მალე ბოლნისს მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა ექნება. ეს ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან მოგვეცემა შესაძებლობა ყველა დარჩენილ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა გავმართოთ. მოხარული ვარ, რომ ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხორციელდება. საკანალიზაციო ქსელის მოწყობის გარდა წელს ბოლნისის მერია აპირებს განახორციელოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს არაერთ პრობლემას მოუგვარებს“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
„რეგიონის
განვითარება“ – ამ იდეამ ბოლნისელი ახალგაზრდები შეკრიბა და მუნიციპალიტეტის მერიის
სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდულ საბჭოში გააერთიანა, განსხვავებული ასაკის ახალგაზრდების
ახალი შემადგენლობა, დღეს პირველად ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანსა და მერს
დავით შერაზადიშვილს შეხვდნენ. საბჭოს წევრებმა ხელმძღვანელ პირებს იდეები, ხედვები
და გეგმები გააცნეს. ეკოლოგია, საგანმანთლებლო, შემეცნებითი და კულტურული პროექტების
განხორციელება, ტრენინგები და მასტერკლასები, ტურიზმის განვითარების გზების ძიება
– ეს ის ძირითადი ხედვებია, რომელზეც ახალგაზრდებმა ამ ეტაპზე ისაუბრეს. ადგილობრივმა
ხელისუფლებამ საბჭოს მაქსიმალური თანამშრომლობა და მხარში დგომა აღუთქვა, იმსჯელეს ერთობლივი ძალებით
აღნიშნული იდეების გადაჭრის გზებზე. ბოლნისის ხელმძღვანელმა პირებმა შეკრებილ საზოგადოებასთან,
იმ პროგრამებზეც ისაუბრეს, რომლებსაც მერია ახალგაზრდული კუთხით წლებია ახორციელებს.
ახალგაზრდული
საბჭო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით
გასულ წელს შეიქმნა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საზოგადოებრივი აზრის
შესწავლასა და გათვალისწინებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა
და განხორციელებისას. საბჭო მონაწილეობს ახალგაზრდული პროგრამების და პროექტების შემუშავებაში.
რეკომენდაციას უწევს ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერის წინაშე იმ იდეებს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის
განვითარებაში.
ლუკა გელიაშვილი,
ახალგაზრდული საბჭოს წევრი:
– შევხვდით
ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატსა და მერს, გავცვალეთ იდეები, ვისაუბრეთ თუ როგორ შეუძლიათ
მათ ჩვენი დახმარება, დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით რაც მეტ სტიმულს გვაძლევს. ეს საბჭო
იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდნენ ახალგაზრდები. ახლო მომავალში
ბოლნისი იქნება იმის მაგალითი, თუ რა გზა უნდა განვლოს ახალგაზრდების განვითარებისთვის
სხვა მუნიციპალიტეტებმა, მისაბაძები გავხდებით არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოში.
ლიზი ბარტყულაშვილი,
ახალგაზრდული საბჭოს წევრი:
-ჩვენი ხედვების
და იდეების მოსმენა და გათვალსწინება რეგიონი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია,
ახალგაზრდულ საბჭოში ვართ სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, არიან როგორც მოსწავლეები,
ასევე სტუდენტები, მოხდა აზრების გაცვლა ერთმანეთში, პრობლემების შესწავლა, წამოწევა,
შევიმუშავეთ სხვადასხვა იდეები, ჩვენი პრიორიტეტი რეგიონს განვითარებაა, რამაც ერთად
შეგვკრიბა. ჩვენი მიზანია დავდოთ შედეგი, იდეების
განხორციელებით მუნიციპალიტეტი მეტად უკეთესი და განვითარებული იქნება ვიდრე არის,
ახალგარდებიც მეტად მოტივირებულები გახდებიან იზრუნონ და განავითარონ როგორც საკუთარი
თავი ისე რეგიონი.
გოგი მეშველიანი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი:
-დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად შევხვდი „ახალგაზრდულ საჭოს“. მოვისმინეთ საინტერესო იდეები, ერთია ჩვენ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ საკითხს და მეორე რა სურთ ახალგაზრდებს . ჩვენ მზად ვართ ყოველთვის მხარი დავუჭეროთ ახალგაზრდების განვითარებას.
დავით
შერაზადიშვილი, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერი:
-ბოლნისის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით
დიდ ყურადღებას
აქცევს ახალგაზრდებს,
მათ საჭიროებებს.
ამისი ნათელი
მაგალითი მერის
სათათბირო ორგანოა,
რომლის მიზანია
ხელი შეუწყოს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის
პოლიტიკის განხორციელებას. ამიტომ დიდი იმედი
მაქვს, რომ
ამ პროცესში
მათგან არაერთ
საინტერესო ინიციატივიას
მოვისმენ, რაც
მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გააქტიურებასა
და მათ
სხვადასხვა პროექტში
ჩართულობას უზრუნველყოფს.
ჩვენი მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარების საწინდარი
განათლებული ახალი
თაობაა. სწორედ
თქვენ ქმნით
იმ აუცილებელ
რესურსს, რომელიც
ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებას განაპირობებს.
ამიტომ მიმაჩნია,
რომ ჩვენი
ერთ-ერთი
უმთავრესი მოვალეობა
თქვენი პოტენციალის
განვითარებაა. ჩვენ
ამ მიზნისთვის
არაერთ მნიშვნელოვან
პროგრამას ვახორციელებთ,
სტუდენტებს ფინანსურად
ვეხმარებით, წარმატებულ
ახალგაზრდებს სტიპენდიას
ვუნიშნავთ. ვცდილობთ
ჩვენმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო
გამოცდილებაც მიიღონ.
ამიტომ მჯერა,
რომ თანამშრომლობით მომავალში
ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს
მოვაგვარებთ და
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პროცესში მათი ჩართულობის
მასშტაბს გავზრდით.